რუსეთის მარიონეტული ძალები იტყობინებიან, რომ ისინი აღმოსავლეთ უკრაინაში სტრატეგიულად მნიშვნელოვან ქალაქ ლიმანს აკონტროლებენ. მათივე ინფორმაციით, მოსკოვმა მნიშვნელოვან ტერიტორიულ წინსვლას მიაღწია.
ლიმანი მნიშვნელოვანი სარკინიგზო კვანძია, რომლიდანაც რუსეთის სამხედრო ძალები დონბასის საწარმოო რაიონებს უტევდნენ.
უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველმა, ოლექსი არესტოვიჩმა ღამით მიცემულ ინტერვიუში აღნიშნულ ფაქტზე ისაუბრა. მისივე თქმით, იქ ბრძოლამ აჩვენა, რომ მოსკოვი თავის ტაქტიკას აუმჯობესებს.
“დაუზუსტებელი ინფორმაციით, ჩვენ ქალაქი ლიმანი დავკარგეთ. რუსეთის არმიამ ის დაიპყრო, თუმცა ეს უნდა გადამოწმდეს.
უფრო მნიშვნელოვანია, თუ როგორ აიღეს ქალაქი. ოპერაციის სწორად ორგანიზება. ეს, პრინციპში, რუსეთის არმიის ოპერატიული მენეჯმენტისა და ტაქტიკური უნარების გაზრდილ დონეზე მიუთითებს. ის გაიზარდა. ყველგან, რა თქმა უნდა, არ გაიზარდა, მაგრამ ის უდავოდ გაუმჯობესდა”. – არესტოვიჩმა სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ ვიდეოში თქვა.
კიევიდან და ხარკოვიდან უკან დახევის შემდგომ რუსეთის სამხედრო ძალებმა დონბასის აღმოსავლეთ ნაწილში მნიშვნელოვან წინსვლას მიაღწიეს. ამასთან ერთად, ოკუპანტები სევეროდონეცკისა და ლისიჩანსკის ალყაში მოქცევის მცდელობებს განაგრძობენ.
კომენტარები