ადვოკატმა შალვა ხაჭაპურიძემ მიხეილ სააკაშვილის სასჯელის გადავადებასთან დაკავშირებით მიმდინარე სასამართლო პროცესზე განაცხადა:
“ბატონ გეჯაძესთან მე არაერთხელ მქონდა შეხება. მე მსურდა, რომ ის ჩართულიყო ამ საქმეში, თუმცა მან რამდენიმე ადამიანის თანდასწრებით და ვატყობ, მომიწევს ამ ადამიანების მოწმედ მოყვანა, განაცხადა, რომ სიამოვნებით მიიღებდა ამ ექსპერტიზაში მონაწილეობას, თუ შინაგან საქმეთა სამინისტროდან არ დაურეკავენ.
ამიტომაც მითხრა, შალვა, დიდი ბოდიში, მე შენ პატივს გცემ, წლებია ჩვენ ვთანამშრომლობთ, მე არ მინდა გავაკეთო ის, რაც გავაკეთე “ტვ პირველის” ოპერატორის გარდაცვალების ფაქტზე, რომ დავდე ის დასკვნა, რაც აწყობდა შინაგან საქმეთა სამინისტროსო.
ამიტომაც, ბატონი გეჯაძის ამ საქმეში მონაწილეობა კატეგორიულად გამორიცხულია. იმედია, გეჯაძე საუბარს დაადასტურებს, თუ არადა, ჩვენ გვაქვს ფარული ჩანაწერი და დღეს მოგვიწევს ტელევიზიით მოვისმინოთ, რა თქვა მან სააკაშვილთან დაკავშირებით“
კომენტარები