ფოტო – ბათუმელები
“TV 25”-ის ინფორმაციით, რიჩარდ სირაბიძე ბათუმის საკრებულოს დეპუტატი ბსუ-ს სტუდენტებს ოპოზიციის დისკრედიტაციას აიძულებს – მედიამ გამოაქვეყნა სქრინები – “„დავაჰაჰავოთ,“ „გადავაზიაროთ და დავცინოთ“ – წერს ჩატში რიჩარდ სირაბიძე.
სქრინებით ჩანს, რომ ამ პროცესში ჩართულია ბსუ-ს სტუდენტური თვითმმართველობის თავმჯდომარე ლიკა დიასამიძეც.
“ეს არ არის უნივერსიტეტის ოფიციალური რაღაც შიდა ე.წ. ჩატი, ასეთი ათობით, რამდენადაც მე მაქვს ინფორმაცია, არის ჩატი, ყველა სტუდენტს აქვს თავისი პოლიტიკური გემოვნება. შიგნით ერთმანეთს ვინ რას წერს, არანაირ ნორმებში არ ჯდება, რომ უნივერსიტეტმა მოახდინოს მისი ადმინისტრირება. როცა ეს უნივერსიტეტის სახელით იქნება, ამაზე ნამდვილად ვარ მე პასუხისმგებელი”, – ამბობს ბსუ-ს რექტორი, მერაბ ხალვაში, “მთავარ არხთან”
კომენტარები