ჟურნალისტი, დათო გამცემლიძე:
“ამერიკელებმა უკვე მეოთხე აეროსტატი ჩამოაგდეს.
ამჯერად `დიადი ტბების` თავზე.
ამ აეროსტატებს თუ ნამდვილად ჩინეთი უშვებს, ასეთი `ამჩატება` არ ეკადრება დიდ ქვეყანას, რომელსაც გლობალური (მინიმუმ ევრაზიული) ზესახელმწიფოებრიობის პრეტენზია აქვს.
დავაკვირდეთ რა კულტურულად იქცევა ამერიკა:
`მხრების აჩეჩვა` და ჩამოგდება.
`მხრების აჩეჩვა` და ჩამოგდება.
თან ისე ჩამოგდება, რომ არც ერთი ნამცეცი დასახლებულ ტერიტორიაზე არ ჩამოვარდეს.
აეროსტატებს აგდებენ გენიალური ამერიკული ინდუსტრიის შედევრი თვითმფრინავებით და ამით მთელს მსოფლიოს აჩვენებენ, რომ ამერიკასა და ჩინეთს შორის ისეთივე განსხვავებაა, როგორც ამ მრავალფუნქციურ ავიაგამანადგურებელსა და იმ მარტივ აეროსტატს შორის.
ასე იქცევა ნამდვილი ზესახელმწიფო.
მისი აეროსტატივით “ამჩატება” გამორიცხულია.
გასაგებია, რომ ჩინეთს საინფორმაციო შტორმის გამოწვევა სურდა და ამერიკის დამცირება; თუმცა რეალურად მიიღო ადრე არსებული ანტიჩინური დამცინავი ნარატივის გაძლიერება `ათასმეერთე ჩინური ულტიმატუმის` შესახებ.
კიდევ ათასი აეროსტატი გაუშვას და ათასივეს ჩამოაგდებს პენტაგონი.
ამით რა მერე?
`დისკურსში გაიჭედეთ` პატივცემულო ჩინელებო.
Long Live USA!
დათო”
კომენტარები