საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი, პროფესორი გიორგი ფხაკაძე, ალერგოლოგ-იმუნოლოგის, ბიძინა კულუმბეგოვის წერილს ეხმაურება და წერს:
“ასეთი რამ მარტო საქართველოში არის შესაძლებელი!
აღნიშნული კვლევა ჩატარდა ჩინეთში (ჰონკონგი ისე რომ იცოდეთ ჩენეთია) და მონაწილეობა მიუღია 360 ადამიანს (ჩინურ ვაქცინა რა საუბარი)!
იქნებ დავამთავროთ ამ ჩინური ვაქცინების “გაპრავება”.
მსოფლიოში ამჟამად 17 სხვადასხვა ტიპის კოვიდ ვაქცინას იყენებ და მხოლოდ ერთი შეძლო სრული ავტორიზაცია ეს არის Pfazer -BioNTech. გამეცით მართლა პასუხი რატომ უნდა გამოვიყენოთ “ექსპერიმენტული” ვაქცინა, როცა გვაქვს ქვეყანაში ჭარბი რაოდენობის არა ექსპერიმენტული ვაქცინა!
რატომ ვაქცინაციის საბჭო არ იღებს მკაფიო გადაწყვეტილებას და არ გადადის მთლიანად Pfazer- BioNTech ვაქცინაზე ისე როგორც ყველა მოწინავე ქვეყნები! რას ველოდებით ? ვის ველოდებით?
არაპროფესიონალიზმი კლავს!
პს: ფაიზერის ვაქცინის გარეშე ევროპაში და ამერიკაში ვერ ჩახვალთ, ჩინური ვაქცინით კი ჩახვალთ, ჩინეთში, მონღოლეთში, ზიმბაბვეში და ასე შემდეგ… არჩევანი თქვენზეა რა თქმა უნდა მაგრამ საღი აზრი რომ გამოვიყენოთ ვერა?! მართლა დამღლელია…”
შეგახსენებთ, ბიძინა კულუმბეგოვი სოციალურ ქსელში ჰონკონგში ჩატარებული კვლევის შესახებ წერს.
“ჰონკონგში ჩაატარეს კვლევა, სადაც ერთმანეთს შეადარეს “ფაიზერის” და “სინოვაკის” იმუნოგენობა (იმუნური პასუხის უნარი და ძალა). შედეგებმა აჩვენა, რომ “ფაიზერის” უნარი ჰუმორული (ანტისხეულები) იმუნიტეტის მხრივ მკვეთრად მაღალია “სინოვაკზე”, ხოლო “სინოვაკის” უნარი, წარმოქმნას უჯრედული იმუნიტეტი (CD4, CD8 T ლიმფოციტები) ვირუსის სტრუქტურული ცილების მიმართ, გაცილებით მეტია, ვიდრე “ფაიზერის” ვაქცინის.
დასკვნის სახით შეიძლება ითქვას, რომ ყველა ფორმის დაავადების თავიდან აცილებაში “ფაიზერი” რჩება “ჩემპიონად”, ხოლო ჰოსპიტალიზაციის და სიკვდილისგან დაცვა (ეს ფაქტორები დამოკიდებულია უჯრედულ იმუნიტეტზე) ორივე ვაქცინას თანაბრად გამოსდის.
ასე რომ, გულგატეხილი ხალხი, რომლებიც მწერთ, რომ ავიცერი “სინოფარმი/სინოვაკით” და რა გვეშველებაო, სანერვიულო არ გაქვთ, ვაქცინა კარგად გიცავთ მძიმე დაავადებისგან და როცა ბუსტერი შეგეხებათ, დაიმატეთ ნებისმიერი ვაქცინა, რომელიც გნებავთ.”
კომენტარები