იუსტიციის მინისტრი, ვიცე-პრემიერი თეა წულუკიანი ირწმუნება, რომ ხელისუფლებასთან ერთ-ერთ შეხვედრაზე ევროპული საქართველოს ლიდერი გიგა ბოკერია, “ქართულ ოცნებას” ემუქრებოდა:
“მე დავარღვევ შეთანხმებას და ვიტყვი რა იყო ნათქვამი ჩემს მიერ მოლაპარაკების მაგიდასთან. როდესაც, ბატონი ბოკერია მოლაპაკების მაგიდასთან, თითს აქნევდა და ამბობდა, რომ თქვენ თუ არ დათანხმდებით გერმანულ მოდელს ქვეყანაში ქვა-ქვაზე არ დარჩება, იქნება ერთი ამბავი და ოდირში გავაგზავნით ჩვენს პროექტს. მე მას ვუთხარი, რომ ოდირი არ ამოწმობს ამა თუ იმ კანონის კონსტიტუციორობას – რაზედაც მან წამოიწყო ქირქილი, დღეს ოდირი თვითონ ეუბნება ბატონ ბოკერიას, რომ მე არ ვარ ის ორგანო, რომელიც შეამოწმებს კონსტიტუციორობას, ეს სამარცხვინოა, სამარცხვინოა იმით, რომ ოპოზიციამ აჩვენა საკუთარი უცოდინრობა და ძალიან სამარცხვინოა რომ ოდირს მოუწია დამოუკიდებელი საქართველოს ოპოზიციისთვის იმის შეხსენება, რომ საქართველო სუვერენული ქვეყანაა.
სამწუხაროდ ოპოზიციამ ძალიან უხერხულ მდგომარეობაში ჩააყენა სახალხო დამცველი, რომელსაც ოდირში გააგზავნინა ეს წერილი”
კომენტარები