აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა რუსეთს უკრაინასთან ომის დასრულებისკენ მოუწოდა, წინააღმდეგ შემთხვევაში კი, რუსეთს ეკონომიკურ სანქციებს დაუწესებს.
„მე არ ვცდილობ რუსეთისთვის ზიანის მიყენებას. მე მიყვარს რუსი ხალხი და ყოველთვის მქონდა ძალიან კარგი ურთიერთობა პრეზიდენტ პუტინთან … არასდროს უნდა დაგვავიწყდეს, რომ რუსეთი დაგვეხმარა მეორე მსოფლიო ომის მოგებაში… მოაგვარეთ კონფლიქტი ახლა და შეაჩერეთ ეს უაზრო ომი!.. თუ ჩვენ არ მივაღწევთ ამას მალე, სხვა გზა არ მექნება გარდა იმისა, რომ დავაწესო მაღალი დონის გადასახადები, ტარიფები და სანქციები ყველაფერზე, რასაც რუსეთი ყიდის შეერთებულ შტატებსა და სხვა ქვეყნებში. დავასრულოთ ეს ომი, რომელიც მე რომ პრეზიდენტი ვყოფილიყავი, არასდროს დაიწყებოდა! ჩვენ შეგვიძლია ამის გაკეთება მარტივი გზით, ან რთული გზით. მარტივი გზა ყოველთვის უკეთესია. „გარიგების“ დადების დროა““, – წერს დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელში.
კომენტარები