„გირჩის“ ლიდერი, ზურაბ გირჩი ჯაფარიძე სოციალურ ქსელში წერს:
„სრულ კარანტინსა და საკომენდანტო საათზე
კორონავირუსთან დაკავშირებით ჯერ კიდევ ბევრი რამე უცნობია, თუმცა, სხვადასხვა ქვეყნებში არსებული ინფორმაციის საფუძველზე უკვე შესაძლებელია ერთი რამის თქმა:
ბრძოლის მიზანი უნდა იყოს ინფიცირებით გამოწვეული გართულებული შემთხვევების რაოდენობა არ გაიზარდოს ისე მკვეთრად რომ ჯანდაცვის სისტემამ ვერ შესძლოს გამკლავება
ანუ, არ აღმოვჩნდეთ რეალობაში, როდესაც ადამიანები დაიხოცებიან იმის გამო რომ არ გვეყო მედპერსონალი, სასუნთქი აპარატები ან მედიკამენტები
ეს შეიძლება მოხდეს იმ შემთხვევაში თუ:
1. ეს ყველაფერი მცირე გვაქვს – ვერ მოვემზადეთ
2. პანიკის გამო საავადმყოფოებს მიაწყდა ისეთი ხალხი, რომლებიც არ საჭიროებს ჰოსპიტალიზაციას და რესურსები აღარ გვეყო იმათთვის, ვისაც სჭირდებოდა ჰოსპიტალიზაცია
ეს ორი რამ მოხდა ყველა იმ ქვეყანაში, სადაც მაღალია სიკვდილიანობა
იმის გათვალისწინებით რომ გართულებული შემთხვევები და მაღალი სიკვდილიანობა გვხვდება უმეტესწილად მოსახლეობის ასაკოვან სეგმენტში და ქრონიკული დაავადებების მქონე ადამიანებში, ვირუსთან ბრძოლის სახელმწიფო პოლიტიკა მიმართული უნდა იყოს:
1. მაღალი რისკის მქონე მოსახლეობის ნაწილის მაქსიმალური იზოლაციისკენ – ასეთ ადამიანებს სახელმწიფო შეიძლება უქმნიდეს პირობებს რომ გარეთ არ გავიდნენ (მაგალითად საკვების, მედიკამენტების ბინაზე/სახლზე მიწოდება)
2. მოსახლეობის დანარჩენი ნაწილის ინფორმირებისკენ – რომ პანიკა საჭირო არაა, ვირუსით ინფიცირებას უმეტესობა უსიმპტომოდ ან იოლად გადავიტანთ, საავადმყოფოს უნდა მივმართოთ მხოლოდ სერიოზული გართულებების შემთხვევაში და არა უბრალოდ მაღალი სიცხის გამო, მოვერიდოთ ასაკოვან ადამიანებს, დავიბანოთ ხელები, არ ჩავიდოთ ხელი თვალში, ცხვირში, პირში, შეძლებისდაგვარად დავიცვათ დისტანცია სხვა ადამიანებისგან და სხვა
3. ჯანდაცვის სექტორის მომზადებისკენ – სასუნთქი აპარატების შეძენა, მედიკამენტების შეძენა, პერსონალის გადამზადება, კლინიკების გაფრთხილება/გადაწყობა/მომზადება
ეს არის რაც უნდა კეთდებდეს რეალურად
და აქედან ყველაზე, ყველაზე მნიშვნელოვანია – პანიკის არ შექმნა!
პანიკა მეტს კლავს ვიდრე ვირუსი!
რას ვხედავთ ამის ნაცვლად?
ყველაფერი რაშიც სახელმწიფომ ცხვირი ჩაყო – ყველგან პანიკის საფუძველია
სამედიცინო პროდუქციის შემოტანა/წარმოება სახელმწიფოს მიერ მკაცრად რეგულირებულია – გაქრა პირპადეები, სამედიცინო სპირტი, ხელთათმანები. პირბადეების ადგილობრივ წარმოებას ვიწყებთო – ღარიბაშვილის ასანთის წარმოების ბედი გაიზიარა ამ იდეამ
სწრაფი ტესტების კომერციალიზაცია არ შეიძლება, ღარიბები დაიჩაგრებიანო (ბოდვა), ჩვენ შემოვიტანთო – შეუკვეთეს, მერე გაარკვიეს (ესპანეთმა გაარკვია) რომ უვარგისია, ხელშეკრულება გაწყვიტეს, ახლა გვეუბნებიან არ არის საჭირო ეგ ტესტებიო და ამ თემაზე კითხვას თუ სვამ ნაძირალა პროვოკატორი ხარ
გზებზე სამხედროები დააყენეს და გვაყურებინებენ როგორ აკავებს მარნეულიდან თბილისისკენ ვირუსის შემოტევას ავტომატიანი ხალხი – ძალიან დამამშვიდებელი სურათია
ეს ხდებოდა, როგორც თავად ამბობენ ‘პრეკრიზისულ’ პერიოდში
ახლა იწყება კრიზისული პერიოდიო
და მთელ ქვეყანაში გამოგვიცხადეს კარანტინი + საკომენდანტო საათი
დავგუგლე და საკომენდანტო საათი ვერსად ვერ ვნახე, ვერც ერთ ქვეყანაში – გავასწარით ყველას
რა შუაშია სამ კაცზე მეტი ადამიანის შეკრების და მანქანში ჩაჯდომის აკრძალვა? ოჯახში თუ ვართ 5, ერთად ყოფნა მოსულა და გარეთ არა? სამი შვილი მყავს და მორიგეობით გავიყვანო ჰაერზე, სულ რომ არავის ვეკონტაქტებოდე გარეთ მაინც? ბინაში ერთად ვართ და მანქანაში რატომ არ შეიძლება რომ ერთად ჩავსხდეთ?
მაღაზიებში ისედაც იცავენ დისტანციას. ადამიანები იცავენ თვითონ. და თუ სადმე არ იცავენ, ეგეთ მაღაზიას სხვა ადამიანები ერიდებიან. ბუნებრივად ხდება ეგ. მაგრამ, ვთქვათ დაირღვა დაწესებული 2 მეტრიანი დისტანცია, რა ხდება ამ დროს? ყველა მაღაზიაში პოლიციელს აყენებენ მეტრიანით ხელში?
70 წელზე ზემოთ მოქალაქეებისთვის სახლიდან გასვლის აკრძალვა, თუ ისინი არ მიდიან სასურსათო მაღაზიაში, აფთიაქში ან კლინიკაში, რას ნიშნავს? რამდენი მოხუცს დაინახავს პოლიციელი, უნდა გააჩეროს და შეამოწმოს სად მიდის? როგორ უნდა შეამოწმოს? რომ მოატყუოს მოხუცმა? ისედაც სად დადიან საქართველოში მოხუცები გარდა სურსათის მაღაზიისა და აფთიაქისა? ეს წესი რომ სიგიჟეა, ამის მიხვედრას ვესტპოინტის დიპლომი სჭირდება?
21.00 საათიდან 06.00-მდე საკომენდანტო საათის ამოცანა რა არის? რა ხდება 21.00-დან 06.00-მდე ისეთი რაც არ ხდება ან უფრო მეტად არ ხდება დილის 06.00-დან 21.00-მდე? მაგ პერიოდში უფრო მეტი ხალხია ქუჩაში და ერთმანეთს ეხვევიან? ვირუსი იღვიძებს მაგ დროს და უფრო ვირულენტური ხდება? ბოროტი ინფიცირებულები გამოდიან მაგ დროს და სპეციალურად ახველებენ ისეთ საგნებს, რომლებსაც დილით გაღვიძებული მოქალაქეები შეეხებიან?
ვერ ხვდებით რომ ამ ყველაფერს არანაირი კავშირი არ აქვს იმ ამოცანების გადაჭრასთან რომელის ზემოთ ჩამოვწერე და რომელიც რეალურად გადასაჭრელია?
პირიქით, ეს ყველაფერი აღვივებს პანიკას, ანუ აკეთებს იმას რაც ყველაზე მეტად საშიშია ახლა
ესაა პოლიტკური შოუ, რომელიც მიზნად ისახავს ყურადღების გადატანას რეალურად გადასადგმელი ნაბიჯებიდან აქტიურობის იმიტაციაზე
და ამ ყველაფრის შედეგი იქნება ძალიან მძიმე, მათ შორის ისედაც ჩამოშლილი ეკონომიკის კიდევ უფრო ჩამოქცევის გამოც
მაგრამ, ამ ქვეყნის მოსახლეობის გამოთაყვანებულ ნაწილს ეტყვიან:
1. ჩვენ რომ არ გვეაქტიურა უფრო მეტი იქნებოდა მსხვერპლი
2. ჩვენ რომ არ გვეაქტიურა უფრო ჩამოიშლებოდა ეკონომიკა
და ის დაიჯერებს
მეტიც, დაფნის გვირგვინს დაადგამს ამ სიგიჟის შემოქმედს“
კომენტარები