ზაზა გახელაძის დედა სიუციდის მცდელობის შემდეგ, მედიასთან პირველ კომენტარს აკეთებს და აცხადებს, რომ ამ ნაბიჯამდე ის ხელისუფლების უმოქმედობამ მიიყვანა.
“დავიღალე, უკვე აღარ შემიძლია. ყველას შევხვდით, პრეზიდენტს შევხვდით, პრემიერს, ამერიკის ელჩს. მთელი მსოფლიო მარტო დაპირებებს იძლევა და გადის დღეები, თვეები, წელიწადი მოვიდა და… ჩვენი საშველი, შედეგი და ჩვენი მოთხოვნა არავის ეყურება. ჩვენს საქმეს საშველი არ დაადგა და ადამიანი ფსიქოლოგიურად ყველა ერთნაირია. რავიცი მე.. იძულებული ვარ, რაღაცა მოვიმოქმედო… დამღალა ამ ყველაფერმა და იძულებული ვარ, რაღაცა ხერხს მივმართო. დღეს თუ არ გამომივიდა, ხვალ და ზეგ არ ვიცი კიდევ თუ მივალ ამ ზომამდე და გათავდება ჩემი ტანჯვა-წამება. მესმის, დამნაშავე რომ იყოს, იტყვი ადამიანი დამნაშავეა და მოიხადოს სასჯელი, შეეგუები ადამიანი და მთელი მსოფლიო ამბობს, უდანაშაულოაო და უპირობოდ უნდა გათავისუფლდეს პირველივე დღიდან. წელიწადი გავიდა და განა რა გახდა ჩვენი საქმე ასეთი უსაშველო, – ამბობს ნანა ბუნტური “მთავარ არხთან”.
კომენტარები