სააკაშვილის მხარდამჭრერი მაია ორჯონიკიძე:
,,დღეს ვუყურე Levan Khabeishvili გუშინდელ შეხვედრას ჩვენს ემიგრანტებთან. ყველაზე მეტად გამეხარდა ის,რომ ლევან ხაბეიშვილი,ნიკა მელიასგან განსხვავებით გამაერთიანებელი პოზიციიდან გამოდის-Giorgi Mumladze • გიორგი მუმლაძე და Nona Mamulashvili / ნონა მამულაშვილი და პარტიის ზოგადად ყველა აქტიურ მხარდამჭერთან ერთად,რადგან პოლიტიკურ ძალთა რეალურ გაერთიანებას,მათ შორის თავად ნაცმოძრაობის პარტიის შიგნით ალტერნატივა არა აქვს!
დავინახე ის,რომ ხაბეიშვილი პოლიტიკური ეჭვიანობით შეპყრობილი არაა,ისე როგორც ახლანდელი ენმ-ს თავმჯდომარე ნიკა მელია და არ თვლის,რომ ვინც მასთან არ არის,მისი მტერია. როდესაც გუშინდელ აქციაზე გიორგი მუმლაძე და ლევან ხაბეიშვილი ერთად იდგნენ-გულწრფელად გამეხარდა,რადგან გარდა პოლიტიკურ-სამოქალაქო სიმწიფისა,ასეთი სოლიდარობა პარტიის შიგნით კონკურენციასაც ჯანსაღ პროცესად აქცევს,რომლის დროსაც კონკურენტები არჩევნების წინაც და შემდეგაც-ისევ თანამებრძოლებად რჩებიან-ისე,როგორც ეს ხდება ცივილიზებულ დასავლეთში.
ასეთ ჯანსაღ დამოკიდებულებას ერთმანეთის მიმართ არ შეიძლება არ მიესალმო,რადგან მთავარი მიზნების მიღწევა-მესამე პრეზიდენტის გათავისუფლება და პუტინისტური რეჟიმის ხელისუფლებიდან გაშვება მხოლოდ ჯანსაღი გუნდური ტაქტიკითაა შესაძლებელი-როცა ყველა საკვანძო მოთამაშე აცნობიერებს,რომ ნაცმოძრაობის ოდინდელი დევიზი იყო გ ა ე რ თ ი ა ნ ე ბ ა და არა დაყოფა-კუტოკებად,კლანებად და ასე შემდეგ. სადაც ყოველი იდეური მხარდამჭერის არსებობას აქვს დიდი წონაც და დიდი ფასიც,სადაც დასაკარგი ადამიანები არ არსებობენ-განსაკუთრებით ემიგრანტები,ჩვენი საერთო სამშობლოს საქართველოს გამარჯვების სახელით!
ძვირფასი მიშა კაპლანის არ იყოს-გაგიმარჯოს საქართველოვ შინ და გარეთ!?? იმედიანად ვარ-გაიმარჯვებს საქართველო და გავიმარჯვებთ ჩვენც,ყველანი ერთად და არა ცალ-ცალკე!
მეგობრებო,ყველაფერი ჩვენს ხელშია-აუცილებლად გავიმარჯვებთ!??✊
კომენტარები