თბილისის მერიის განცხადებას, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტის 24 მარშრუტს ავტობუსები ეტაპობრივად დაემატება და მოცდის ინტერვალი შემცირდება, სოციალურ ქსელში, მერიისვე გვერდზე, დიდი გამოხმაურება მოჰყვა მოქალაქეებისგან.
კომენტარებში წერენ:
იღეთ ყურად, ხალხო, რატომ გვტანჯავთ მოსკ. გამზირიდან ვაჟას გამზირზე მომავალ ხალხს, დანიშნეთ რამე, ასჯერ გადაჯდომა-გადმოჯდომით რომ არ აღმოხდეს ხალხს სული…
რატომ გააუქმეთ გაჩერება წერთლის პროსპექტის და ერისთავი ქუჩის კვეთაზე, ერისთავის კუთხეში? წერეთლიდან რომ შეუხვევდა ერისთავზე.ფაქტიურად ორი გაჩერება გაერთიანდა და დიდუბის მეტროს ზედა ჩასასვლელიდან შუა წერეთლის პრისპექტამდე ფეხით უნდა იაროს ადამიანმა.არადა ამ დროს წერეთლის და ერისთავის კუთხეში ორი დიდი კლინიკაა მედკაპიტალი და ევექსი, სადაც დღეში ათასობით ავადმყოფი მიდის და ავადმყოფებს გაჩერებამდე უხდებათ ფეხით სიარული ამხელა გზაზე.!!!
ამაზე თუ ფიქრობს ვინმე.
რატომ იმდურებთ ათასობით ადამიანს??!!!
კახეთის გზატკეცილზე ისანში იტანჯება ხალხი, რა უბედურებაა 1 ავტობუსი დადის 337 ისიც აეროპორტიდან დადის სავსე უცხოელებით, ჩემოდნებით გატენილი. ხომ შეიძლება დაამატოთ ავტობუსები რააა, ან მოცდის დრო შეამციროთ. შაბათ კვირას საერთოდ 30 წუთში ერთხელ დადის. სირცხვილია!
ვაშლიჯვარში არ არის ნორმალური გაჩერება ! გოძიაშვილის დასაწყისში, იმდენი ხალხი დგას ხოლმე საათობით ელოდებიან ავტობუსს. ზამთარში წვიმაში, ქარში. ზაფხულში ისეთი მზის ქვეშ – სიცხეში ბავშვებთან ერთად დგანან ! მოგვაქციეთ ყურადღება. ჯერ ხო ცუდად დადის ტრანსპორტი, 30 ადამიანი გროვდება გაჩერებაზე პიკის დროს და გაჩერებები მაინც დაგვიდგით გადახურული ! არც ერთ უბანში არ ხდება ესეთი რაღაცა. მოგვაქციეთ ყურადღება.
391 დაამატეთ, დავიტანჯეთ ხალხი!!! ბუხაიძეზე მცხოვრებლები 20 საუკუნეში ჩავრჩით თუ რა ხდება? იქნებ კეთილი ინებოთ და ჩვენც მოგვაქციოთ ყურადღება!!!
ამდენ ავტობუსს ამატებთ და რა გახდა 362 სამარშუტო ხაზზე ავტობუსების დამატება, ხან 90 წთ აწერია ლოდინის დრო და ხან 45 წთ, ყველაზე მინიმალური დრო 20 წუთია, ისედაც პატარა ავტობუსი გადის იმხელა მარშუტს, რაც 421-ს მარშუტი შეუცვალეს დატვირთვა გურამიშვილიდან 362 ავტობუსს დაემატა.
534 მარშუტკაა დაამატეთ თქვე გარეწრებო! ვარკეთილის მოსახლეობა 11 მარშუტკაზეა დამოკიდებული!! საშინელება ხდებაა გვიწევს დილით ლოდინი 30-45 წუთი!! მარტო ეს დადის საბურთალოს მიმართულებით!!
ვარკეთილიდან ვაკეში იქნებ დანიშნოთ ავტობუსი, როგორც ადრე იყო.
N389 ავტობუსს, რატომ არ შეეხო არაფერი? მოლოდინის დრო: 75 წუთი,65 ,46 და ა.შრ ო დ ე მ დ ე ე ე ე ე
უკვე მერამდენედ გწერთ ავტობუსების გაჩერებაზე, რომ არც ერთი მძღოლი ავტობუსს ტროტუართან (როგორც ეს პირველ ხანებში იყო ვაკეში) არ აჩერებს, თქვენი პასუხია გადავეცით შესაბამის სამსახურს. ნუთუ ასეთი ძნელია ათასობით ადამიანისთვის ყველაზე იოლად მოსაგვარებელი საკითხის მოწესრიგება? იქნებ წინასაარჩევნოდ მაინც მოგვაქციოთ ყურადღებაე ბოლოს 2022 წლის ივნისში მოგწერეთ, რა ხდება?
კანდელაკი ისევ ვერ მოხვდა, გაუსაძლისია გადაადგილება
306 ავტობუსს ხანდახან 46 წუთი ,რომ აქვს მოცდის დრო და თან ეგ ერთი ავტობუსი, რომ დადის ნუცუბიძის ქუჩის ბოლოში იცით ალბათ, ხომ?
არ დაამატოთ დაველოდებით
საბურთალოს რაიონი, სოფელ ძველ ვეძისში საერთოდ არ დადის საზ. ტრანსპორტი და არც დასუფთავების სამსახური (ნაგავს სოფელ დიღომში ვაგდებთ). რატომ არ დადის? იმიტომ, რომ გზა არ გვაქვს. ჩაგვსვით რა, ბიუჯეტში, ბოლოსდაბოლოს. 30 წელია უგზოობამ დაგვღალა.
უნივერსიტეტის ქუჩის დაკავშირებას ვითხოვთ ქავთარაძის ქუჩასთან, ერთადერთი 363 ავტობუსი დადის ამ ქუჩაზე და თსუ-ს მაღლივ კორპუსთანაა ბოლო გაჩერება, რატომ არ შეიძლება ქავთარაძეზე ჩამოდიოდეს და თუნდაც მეტროსადგურ სახ.უნივერდიტეტთან ჰქონდეს ბოლო გაჩერება და აქედანვე მიდიოდეს უკანა გზაზეც, რომ უნივერსიტეტის ქუჩაზე არსებულ დაწესებულებებში, ტაძრებში, სასაფლაოზე მოხვდეს ადამიანი მთავრობის, მერიის ლანძღვის და ტაქსებში ფულის ყრის გარეშე… გთხოვთ მიიღეთ მხედველობაში, მადლობა
მეტრომშენში ერთი საბრალო 393 რომ არის დაამატეთ ერთი ნომერი რა მოხდება ნახევარ საათში ერთხელ რომ დადის. ტაბლოზე 15 წუთი აწერია და 40 წუთში მოდის რა უბედურებაა მარშუტკები არ აჩერებენ პიკის საათის დროს.
395 იქნებ სადმე ნახოთ წელიწადში ერთხელ რო დადის, ყავა უნდა დალიო და იქ შეიძლება გამოჩნდეს როდის მოვა, აბა ტაბლოზე გინდ წერებულა გინდა არა აზრი არ აქვს თავის ნებაზე დადიან
ე.ი. ავჭალას არაფერი ეშველება!! ძალიან ცუდი.
გთხოვთ გადასასვლელი ხიდიდან დადიანით წერეთელი სტადიონამდე ტრანსპორტი დაგვინიშნოთ არც გადასვლელი ხიდი დადიანით დიღმის საავადმყოფოებისკენ არაფერი მიდის ….გთხოვთ
322 დაამატეთ ქარში და წვიმაში 40 წუთი რომ ვდგავართ და ახლა თუ გაფუჭდა ავტობუსი ხომ საერთოდ საშინელებაა სხვა არაფერი რომ არ მიდის დასახლებამდე.
388 დაამატეთ გამომთავისუფლებული ავტობუსები, ფიზიკურად ვერ ადის ხალხი ისეთი გადატვირთულია, იმდენი ხალხი სარგებლობს ამ მარშრუტით, იმხელა დასახლებიდან ერთი დადის ამ მიმართულებით და არ ყოფნის ფიზიკურად ავტობუსები.
ორხევი თბილისია!?… თავისუფლების მოედნამდე დაინიშნოს ტრანსპორტი
საშინელებაა პეკინის ქუჩიდან დიღომში სიარული, ტაქსის გარეშე შეუძლებელია, დანიშნეთ ტრანსპორტი. სამარშრუტო ტაქსები ჩაანაცვლეთ ავტობუსებით
გთხოვთ 221ე საჯარო სკოლასთან დანიშნეთ ავტობუსი, მეოთხე წელია სკოლა აშენდა და ტრანსპორტი არ მიდის სკოლასთან ! სკოლამაც მოგმართათ როგორც გვითხრეს მაგრამ ფაქტია რომ რეაგირება არ მოჰყოლია თხოვნას.
მერია თემქაზე ჭირს ძალიან ტრანსპორტი. ახმეტელის მეტროსკენ დილას 8 ის 10 წუთამდე არაფერი გადის.
დილით,ბერი გაბრიელ სალოსიდან სკოლებში მიმავალ მოსწავლე-მასწავლებლები სხვათაშორის ადამიანები ვართ, ეს 301 მაინც გაჭედილია, რადგან ისე გაიზარდა შუალედი, გროვდება ნაკადი, საშინელებაა 27 წთ 29წთ.
დღეს ვაკის მიმართულებაზე მგზავრებმა ერთმანეთი სცემეს სამ ავტობუსᲨი, და Ძირს Ჩაყარეს, კარები რომ დაკეტილიყო, რაც დავინახე.
345 მარშუტზე დღის ნებისმიერ მონაკვეთში საშინელება ხდება. ეს არაა მგზავრობა, ცხოველებსაც კი არ შეყრიან ისეთი სიმჭიდროვით, როგორც ადამიანები ვმგზავრობთ.
ახალ 301 ებში გაუმართავია გადახდის აპარატები. მიაქციეთ ყურადღება. გაბოროტებული კონტროლიორები არ ითვალისწინებენ არაფერს
თუ შეიძლება ნუცუბიძის მესამე პლატოდან კონსტანტინე კაპანელის გავლით რომ დაამატოთ ტრანსპორტი სკოლაში ფეხით გვიწევს სიარული
იქნებ დიდ დიღომს დაადგათ საშველი. უმანქანოდ, რომ შეუძლებელია მოძრაობა.
322 ნომერი დაამატეთ ყოველ 40 წუთში რო დადის ძლივს და ისიც ცდებაა ხან და გიწევს 2 საათი ლოდინი გარეუბნებშიც ვცხოვრობთ ხალხი და ჩვენც ვმუშაობთ და გვაგვიანდება სამსახურებში
ტრანსპორტის, განსაკუთრებით მიკრო ავტობუსის სისუფთავეს ყურადღება რომ მიექცეს ძალიან კარგი იქნება.
ვაშლიჯვრში ხალხი ცხოვრობს!!! ორმოებში დავლეწეთ მანქანები! ფილტვების ანთება ავიკიდეთ ავტობუსის 1 საათიანი მოლოდინით. 327 და 389 მარშრუტები არ არის საკმარისი,არც მიმართულება და არც ავტობუსების რაოდენობა! ისევ საცობში ვიხრჩობით და ისევ სკოლა გვაქვს ასაშენებელი!!!!!!! არჩევნების წინ ფლაერების დარიგება ვერ გიშველით!
ვაშლიჯვრის ხმები არ გჭირდებათ არჩევნებში, ისე ვატყობთ
იქნებ ნახალოვნიდან ვაკეში და ვაკიდან ნახალოვკაშიც აღირსოთ ხალხს რამე, დაქალი ვერ მინახავს წესიერად!
ლილოშიც დაამატეთ, საწყალი ხალხი დაიტანჯა, 1 დადის მარტო
იქნებ სააკაძის მოედნიდან წერეთლის გამზირზე, ვახუშტის ხიდის გავლით დანიშნოთ რომელიმე ახალი თუგინდ წრიული ავტობუსი. გაუსაძლისია 351- ის ლოდინი.
472 სამარშრუტო რისთვის არსებობს? საათში ერთხელ დადის და ერთი გაჩერების შემდეგ ადგილი აღარ არის არც ერთი საწყისი წერტილიდან. მძღოლებს რამეს ჰკითხავ და ეგრევე კალაძესთან გიშვებენ, თუ რამე პრეტენზია გაქვს, კახას უთხარიო. პიკის საათში ხომ დიდი იშვიათობაა ამ ტრანსპორტის გამოჩენა. თავს იმართლებენ 30 მანქანიდან 7-მდე ჩამოგვიყვანესო. მათ ინტერესშიც აღარ არის დროულად სტარტის აღება – მაინც მოჭრილი ხელფასი აქვთ… არადა ამ მიმართულებით ავტობუსიც არ არსებობს. ავტობუსიდან ავტობუსში უნდა იხტუნო დანიშნულების ადგილამდე რომ მიხვიდე, ისიც, გზაში ლოდინმა თუ არ მოგიწია და თუ მოვიდა საჭირო ტრანსპორტი,- აქაც გამართლების იმედზე ხარ… მოკლედ ბიზნესის ექსპროპრეაციაზე და ვითომ კერძო კომპანიის, მაგრამ რეალურად სახელმწიფოს მფლობელობაში დაბრუნებასა და ფილოსოფიაზე ფიქრი მგზავრობის დროს არ ხერხდება და არც გვინდა, მიხედეთ მეგობრებო, ვისაც ეს გევალებათ, ყველას, ვისაც საზ. ტრანსპორტით უწევს მგზავრობა პრობლემა აქვს. ამ ეტაპზე გამოსავლად ის მოვძებნე, რომ ტაქსით დავდივარ სამსახურში რომ არ დავაგვიანო, მაგრამ კითხვა მაქვს, ვისთვის არსებობს საზ. ტრანსპორტი ჩვენთვის, ადამიანებისთვის თუ არა?
აღადგინეთ ვიქტორ დოლიძეზე ავტობუსი 65 და მოხსენით თქვენს მიერ დანიშნული მიკროავტობუსი (მარშრუტკა ) N 465 მარშრუტი, ვაგზლის მოედანი – ვ.დოლიძე . არაერთხელ შემოვიტანე განცხადება . ხალხი ერთმანეთის თავებზე გადადიან, ხანდაზმულები ბაზრიდან წამოსულები და არა მხოლოდ ისინი ძალიან წვალობენ.
126 აღადგინეთ არ შეიძლება? რა დავაშავეთ ასეთი ეს ხაზი რომ გააუქმეთ. ხელმოწერები თუა საჭირო ამასაც დაგიდებთ წინ. თან რამდენს მერე
არ შეიძლება ნახალოვკიდან საბურთალოზე ავტობუსით წავიდე ისე, რომ არ გადავჯდე?
აგრესიული და ბოროტი კონტროლიორები მოაშორეთ!
ლილოს დასახლება 82 გაჩერებაა ნახეთ დილით 9იდან 12ამდე კილომეტეიანი რიგები დგას და ,არშუტი არ მოდის მიაქციეთ ყურადღეაბაა სოფლებში უფრო მარტივად გადაადგილდები ვიდრე მანდ. ასევე მაგ სკოლაში 107–ში ანტისანიტარიაა საპირფარეშოებში და ნახევარ კლასებში გათბობა არ არის რომელი საუკუნეაა
ნაძალადევი-ვაკე
ნაძალადევი-საბურთალო
მოძრაობდნენ N126 და N135 “მარშუტკები”.
ამ ეტაპზე არაფერი აღარ დადის, რაც ძალიან დამაბრკოლებელია გადაადგილებისას.
არ აპირებთ ტრანსპორტის დანიშვნას ამ მარშრუტებზე ?
მარშრუტკების სისუფთავეს მიაქციეთ ყურადღება, გაზუნტლულ სავარძლებზე დაჯდომაც არ შეუძლება. 126 მარშრუტიც აღადგინეთ
ვარკეთილში, ე.წ. “სამხედრო დასახლებაში”, ამხელა დასახლებაში, იქნებ რაიმე დაამატოთ მეტროდან-მეტრომდე… ან შუამთა-კალაუბნის მარშუტკებს შეუთავსოთ ამ დასახლების აღმართში ეზოში წრიული ამოსვლა, 5-7 წუთიც არ დასჭირდებათ!
იქნებ დანიშნოთ ისეთი ავტობუსი, რომელიც ზაარბრიუკენის მოედნის გავლით, ისე, რომ თავისუფლებაზე და რუსთაველზე გადაჯდომის გარეშე მოვხვდეთ. დავიღალეთ ამდენი გადაჯდომით და სხვა ავტობუსის ლოდინით. თან, ბარათაშვილზე სამი გაჩერებაა და რომელ ავტობუსს დაეწიო აღარ იცი. სად არის წილოსანი, იმგზავროს ამ მარშრუტით და მიხვდება, როგორია ყოველდღე ასე სირბილი, ხომ შეიძლება აზრიანად და ხალხზე მორგებულად შეადგინოთ მარშრუტები. აღარაფერს ვამობ იმაზე, რომ ნუცუბიძის მესამე პლატოზე ერთი მიკროავტობუსი დადიოდა 50 ნომერი და ახლა სამი ავტობუსი უნდა გამოიცვალო იქ რომ მოხვდე. ასევეა თავისუფლებიდანაც.
ორხევში მხოლოდ 1 ნომერი რომ დადის და შაბათ კვირას 45 წუთი გიწევს ლოდინი, ამ საკითხს ოდესმე თუ მიეხედება. ამხელა უბანს N356 ავტობუსი ემსახურება და მეტრომდე რომ ჩახვიდე 1 საათი გჭირდება.
კოშმარი ხდება ვაკის ხაზზე, ნერვებდაგლეჯილი სტუდენტები დილიდან… ძალიან ზრუნავთ მომავალ თაობებზე!!! არაფერს ვამბობ სხვა მოქალაქეებზე!!!
კომენტარები