დავით ბაქრაძე პარტია “ევროპული საქართველოს” თავმჯდომარეობასა და წევრობაზე უარს აცხადებს. ამის შესახებ ოფიციალური წერილი მან დღეს გამოაქვეყნა, სადაც განმარტავს, რომ არ აპირებს რომელიმე პარტიაში გაწევრიანებას, თუმცა რჩება პოლიტიკურა და საერთო ოპოზიციური ბრძოლაში.
ბაქრაძის თქმით, ანალოგიური პოზიცია აქვთ გიგი უგულავას და კიდევ რამდენიმე ლიდერსაც.
„მივიღე გადაწყვეტილება, აღარ დავრჩენილიყავი თავმჯდომარის თანამდებობაზე და ამით გზა გამეხსნა პარტიაში ახალი ლიდერების დამკვიდრებისთვის.
ანალოგიური პოზიცია აქვთ გიგი უგულავას და ლიდერების გუნდის მნიშვნელოვან ნაწილსაც. განსხვავებული ხედვა აღმოაჩნდა გიგა ბოკერიას, რომელმაც ჩათვალა, რომ მიზანშეწონილი იყო მისი დარჩენა პარტიულ თანამდებობაზე. პატივს ვცემ გიგას აზრს, მაგრამ მიმაჩნია, რომ ეს პოზიცია არ ემსახურება პარტიის ინტერესს – დღეს ყრილობაზე წარდგენილი ლიდერების შემადგენლობით ძალიან რთული იქნება, პარტიამ მოახერხოს ამომრჩევლისა და პოტენციური კოალიციური პარტნიორების დარწმუნება განახლებაში, ახალ ხედვებსა და შესაბამისად, უკეთეს სამომავლო პერსპექტივაში”, – განაცხადა დავით ბაქრაძემ.
კომენტარები