„რესპუბლიკური პარტიის“ ერთ ერთი ლიდერი დავით ბერძენიშვილი ამბობს, რომ „ნაციონალებმა“ გადაწყვეტილება დაგვიანებით მიიღეს და მათ შესანიშნავად იცოდნენ ჩვენი დასავლელი პარტნიორების განწყობა და მოთხოვნები.
„კი, ” სჯობს გვიან, ვიდრე არასდროს”, მაგრამ რამდენჯერ?
რესპუბლიკელების ლიდერის მყარმა გადაწყვეტილებამ, რომ “12 პუნქტის” საკითხებზე სპიკერთან შეხვედრა იყო საჭირო, რომ მხოლოდ სახიფათო ხელისუფლების ხელში ევროკავშირის კანდიდატობის პროცესის დატოვება დაუშვებელია, ევროპარლამენტარების პოზიციასაც ემყარებოდა.
რა, მაშინ არ იცოდნენ ენმ-ს, ლელოს თუ სტრატეგიის ხელმძღვანელებმა ვიოლა ფონ კრამონის, მარკეტა გრეგოროვას თუ სხვა ჩვენი მეგობარი ევროპარლამენტარების საჯარო პოზიციები?
იცოდნენ, მაგრამ ზოგი გაჯიუტდა კვალიფიკაციის და/თუ გამოცდილების ნაკლებობის გამო , ზოგმაც სიმართლის დაცვა კვლავ ვერ შეძლო “საკუთარ” პოლიტიკურ გარემოში.
სხვათა შორის, იგივე ტექსტი ეხება მედიას. მადლობა მათ, ვინც ხათუნა სამნიძის და რესპუბლიკელების პოლიტიკური სიმართლე დაინახა და გაიაზრა( განსაკუთრებით ახალგაზრდა ტელეწამყვანებს ვგულისხმობ). ზოგს კი მორიგი შეცდომა მოუვიდა ყავლგასული ბოიკოტისტური მიდრეკილების გამო,“- წერს დავით ბერძენიშვილი.
ცნობისათვის, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ლევან ბეჟაშვილი არ გამორიცხავს, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ 12 პუნქტზე სამუშაოდ ხელისუფლების შემუშავებულ ფორმატში ჩაერთოს. „პალიტრანიუსის“ ეთერში მან განაცხადა, რომ პარტიაში ამ საკითხზე მსჯელობენ. ბეჟაშვილის თქმით, ამის მიზეზი ევროპარლამენტარების მოწოდებაა, ჩაერთონ 12 პუქნტზე სამუშაო პროცესებში.
კომენტარები