ჯგუფ “ფარის“ წევრმა, დავით გუნაშვილმა საპატიმრო დატოვა. როგორც მან “პირველებს“ განუცხადა, “საბჭოთა სისტემა, რომელზედაც ქვეყანა დგას, ვერანაირი როლანდ მესხი ვერ გაამყარებს და აუცილებლად დაინგრევა:
,,ეს არის საბჭოთა სისტემა, სამართალდამცავების, სასამართლოს და სასჯელაღსრულების თვალსაზრისით. იქ მუშაობს უამრავი არაჩვეულებრივი ადამიანი, მე ბევრთან მომიწია შეხება სხვადასხვა ჭრილში, ამ ადამიანების უკან ბევრი მძიმე ადამიანური ისტორია დგას, თუმცა, მათ შორის არიან კრიმინალური მენტალიტეტის მქონე ადამიანებიც, რომლებზედაც ეს საბჭოთა სისტემა დგას. ეს საბჭოთა სისტემა აუცილებლად დაინგრევა და ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ ბოლომდე ამისთვის. საბჭოთა კავშირი რეალურად ახლა არის გამაგრებული ამ სამართალდამცავ უწყებებში და ეს უნდა მოვანგრიოთ. ვერანაირი როლანდ მესხი ამ სისტემას ვერ გაამყარებს. ვერავის დაწინაურება ამ ამბავს ვერ უშველის, ეს რუსული რეჟიმი ჩამოიშლება, რომელსაც ჩვენ ჩამოვშლით“,- განაცხადა გუნაშვილმა.
კომენტარები