ცნობილი და წარმატებული პლასტიკური ქირურგი, დავით გვრიტიშვილის პლასტიკური ქირურგიის და ესთეტიური ფლებოლოგიის კლინიკის დამფუძნებელი ბატონი დავით გვრიტიშვილი ის ადამიანია, ვისაც საკუთარი სილამაზე თვალდახუჭულმა შეგიძლიათ ანდოთ. მრავალწლიანი გამოცდილება და თანამედროვე პლასტიკური ქირურგიის სტანდარტების შესაბამისი მუშაობა მისი წარმატების მთავარი გარანტია.
დავით გვრიტიშვილი: ბაბუა ზოგადი ქირურგი მყავდა, ბევრს მიყვებოდა თავის საქმიანობაზე, ოჯახიდან მხოლოდ მე გავყევი მის კვალს და თავდაპირველად მეც ზოგად ქირურგიაში წავედი, შემდეგ გადავედი პლასტიკურ ქირურგიაში. მეორე კურსიდან ქირურგიის ინსტიტუტში ვმუშაობდი. უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ სწავლის გასაგრძელებლად წავედი კიევში, ჩავაბარე ორდინატურაში და დავიწყე მუშაობა მეთორმეტე საავადმყოფოში. რაც იქ ვნახე, ეს ყველაფერი მქონდა გამოვლილი ქირურგიის ინსტიტუტში. უკრაინაში დაინახეს ჩემი ცოდნა და მითხრეს ასისტენტობისთვის ცოდო ხარ აქო, ამიტომ გადავწყვიტე გადაუდებელი მედიცინის ცენტრში, პოლიტრამვის განყოფილებაში წავსულიყავი, სადაც დამოუკიდებელი ქირურგი გავხდი, იქ არის განყოფილება სადაც ძალიან მძიმე ტრავმებით მოყავთ პაციენტები და ეს ძალიან დიდი გამოცდილებას მაძლევდა.
_პლასტიკურ ქირურგიაში როგორ გადახვედით?
_როდესაც მოყავდათ უბედური შემთხვევების დროს დასახიჩრებული პაციენტები, თუ ზოგადი ქირურგები უბრალოდ მიაკერებდნენ, მე უფრო ფაქიზად ვუდგებოდი ამ საქმეს. ყველა ამჩნევდა ჩემი მუშაობის სტილს, ერთ-ერთი პაციენტი აღმოჩნდა ჟურნალისტი რომელმაც დაწერა ჩემს შესახებ და ფოტოებიც დაურთო, ასე ნელ-ნელა გადავედი პლასტიკურ ქირურგიაში.
_ყველაზე პოპულარული ოპერაციები რა იყო უკრაინაში?
_უკრაინელები ძალიან ძალიან დიდ ყურადღებას აქცევენ ესთეტიურ სილამაზეს და ხშირად მოდიოდნენ სახის დაჭიმვის ოპერაციებზე.
_რა ასაკიდანაა რეკომედირებული სახის კანის დაჭიმვა?
_თუ პაციენტი ახალგაზრდობიდანვე უვლის თავს, მაშინ შედარებით გვიან ასაკში, თუმცა, თამბაქო, გამონაბოლქვი, სიცხე ეს ყველაფერი მოქმედებს კანის დაბერებაზე და შეიძლება ადამიანს ქონდეს ისეთი ცხოვრების რიტმი რომ 30-40 წლის ასაკში უკვე ძალიან ასაკოვანს გავს. ამიტომ ასეთი პაციენტები არ უნდა დაელოდონ ასაკის მატებას. მქონია შემთხვევა როცა 32 წლის გოგონას გავუკეთე სახის კანის დაჭიმვის ოპერაცია, რადგან იყო ოპერაციის ჩვენება. გაიკეთა და 15-20 წელი თავისუფალია, შესაძლოა უფრო მეტიც, თუ კარგად მოუვლის თავს. მნიშვნელოვანია კანის დატენიანება, ბევრი სითხის მიღება, უნდა მოვერიდოთ მზეს და სოლარიუმს.
_რა ხდება საქართველოში დაბრუნების შემდეგ?
_ჩამოვედი, აქ გავიარე გამოცდები, ჯერ ზოგად ქირურგიაში, შემდგომ პლასტიკურ და რეკონსტრუქციულ ქირურგიაში. გავაკეთე ოფისი და დავიწყე მუშაობა.
_თქვენ პირველმა გააკეთეთ საქართველოში ცხვირის ფილერით კორექცია, რის შემდეგაც დეაიწყო ბუმი, დღეს ბევრი აღარ იკეთებს ოპერაციას და ამ მეთოდით იღებენ ცხვირის სასურველ ფორმას. გაჩნდა კონკურენტების მოსაზრება რომ ეს აფუჭებს ცხვირის ფორმას. რეალურად რა არის ფილერით კორექციის პლუსები და მინუსები?
_პლუსი ისაა რომ ოპერაციის გარეშე სულ რაღაც 15-20 წუთშია შესაძლებელი შედეგის მიღება რომელიც დაახლოებით 2 წელი ნარჩუნდება და არანაირი გართულება არ მოყვება , გარდა რამდენიმე ფაქტორისა რომელსაც არ ვიცი რამდენად შეიძლება გართულება დავარქვათ, ეს არის სილურჯე ინექციის ადგილას, ინდივიდუალურად, შესაძლოა არც ქონდეს პაციენტს, რომელიც რამოდენიმე დღე არის შესამჩნევი, ასევე პატარა შეშუპება რაც ასევე გადის. ფილერი ეს არის გელი, რომლის დიდი რაოდენობით შეყვანის დროს აწვება კედლებს, სისხლძარღვებს და შესაძლოა გამოიწვიოს ნეკროზი, ფილერის ზომიერად შეყვანა ნებისმიერ ადგილას უსაფრთხოა. რაც ყველაზე მთავარია, ეს უნდა გააკეთოს მცოდნემ და არა თვითნასწავლმა ადამიანებმა. ამისთვის საჭიროა სამედიცინო განათლება.
_ვიცით რომ სალონებში და ხშირად სახლშიც აკეთებენ ბოტოქსს, ფილერს, რა სავალალო შედეგით შეიძლება დამთავრდეს არაპროფესიონალის მიერ ჩატარებული პროცედურა?
_წარმოიდგინეთ პაციენტი იკეთებს ბოტოქსს და თვალი ეხუჭება, გართულება ნებისმიერ ექიმს ჰქონია, მაგრამ მე თუ მქონია მე ვიცი საქმე და უპრობლემოდ შემიძლია სიტუაციის შემოტრიალება და ყველაფრის გამოსწორება. არაპროფესიონალები გააკეთებენ ინექციას მაგრამ გართულების დროს აღარ იციან როგორ მოიქცნენ და პაციენტს მეტად აზარალებენ.
_რა ასაკიდან უნდა დაიწყოს ქალმა თავის მოვლა?
_რაც შეიძლება ადრე. რატომღაც ჩვენთან ხშირია მოსაზრება რომ 40 წლის შემდეგ უნდა დაიწყოს ქალმა თავის მოვლა და საჭირო ჩარევები, ამ დროს 40 წლამდე ჩნდება ხაზი, ტყდება კანი. სრულიად უვნებელი და ამავდროულად ძალიან მაგარი შედეგის მომტანი პროცედურაა პლაზმოთერაპია, როდესაც ვიღებთ სისხლს, ვატრიალებთ, გამოვყოფთ პლაზმას და შეგვყავს სახის კანში, რაც ატენიანებს კანს და ხელს უშლის დაბერებას. ასეთი ტიპის ჩარევას თუ ჩაიტარებენ ადრეული ასაკიდან, ძალიან კარგია.
_გარდა მკერდის გადიდებისა, მოგმართავენ დაპატარავების ოპერაციისთვისაც, რა სირთულის ოპერაციაა ეს და რატომ იღებენ ამ გადაწყვეტილებას?
_როდესაც ქალს აქვს 7-8 ზოომა მკერდი ეს უქმნის პრობლემას ხერხემალზე, ამიტომ დიდი მკერდის შემთხვევაში ხდება დაპატარავება, დაახლოებით 7-8 საათიანი საკმაოდ რთული ოპერაციაა. არანაირ პრობლემას არ წარმოადგენს მათ შორის მშობიარობის და კვების თვალსაზრისითაც. ერთადერთი მინუსია რომ რჩება ნაწიბურები.
_ რა თვისებებით უნდა გამოირჩეოდეს პლასტიკური ქირურგი?
_პლასტიკურ ქირურგს უნდა შეეძლოს უარის თქმა, როდესაც პაციენტი ითხოვს ძალიან ბევრს. ყველაზე კარგი გამოსავალია ნაკლები ჩარევა მეტი შედეგით. რაც მეტ სიღრმეებში ჩავალთ, გართულების მეტი ალბათობაა. მე ვიცი ზღვარი, თუ შემიძლია რომ პაციენტი სკალპელის ნაცვლად ნემსის ქვეშ დავაწვინო მირჩევნია ეს უკანასკნელი ავირჩიო. ექიმმა უნდა იცოდეს ყველა ეტაპი, როდესაც რამე ჩარევას ვაკეთებ, ვიცი იმას რა შეიძლება მოყვეს.
_თქვენი კლინიკა როდის დააარსეთ?
_6 წლის წინ გავხსენი ეს კლინიკა სადაც მე და ჩემი მეუღლე ვმუშაობთ, აქ მხოლოდ კონსულტაციებზე ვიღებ პაციენტებს, პარალელურად ვარ სიმონ ხეჩინაშილის სახელობის კლინიკაში სადაც ვაკეთებ ოპერაციებს.
_ორი სიტყვით თქვენი ოჯახის შესახებ?
_მყავს მეუღლე, ანა ამირიძე, რომელიც დერმატო-კოსმეტოლოგია და გვაქვს ერთად მუშაობის გამოცდილება, რამოდენიმე წელი მუშაობდა ჩემს ასისტენტად პლასტიკურ ქირურგიაში, თუმცა ამჯობინა მეტად მშვიდ საქმიანობას გაჰყოლოდა. გვყავს ორი შვილი, ტყუპები, სოფია და ნიკოლოზი.
ნინო საყვარელიძე
კომენტარები