„ძალა ერთობაშია“-ს წარმომადგენელი, დავით ქაცარავა სოციალურ ქსელში წერს:
„ჩემო მეგობრებო!
გვჭირდება დახმარება!
ოკუპანტები არ ჩერდებიან. ჩვენი ხელისუფლება კვლავ მალავს გატაცებების რეალურ რაოდენობას.
1 იანვრიდან 17 ივლისის მდგომარეობით ოკუპანტებმა 29 მოქალაქე გაიტაცეს.
ჩვენ კი გავიგეთ მხოლოდ 8 გატაცების შესახებ.
მიზეზებზე, თუ რატომ მალავს ხელისუფლება ინფორმაციას გატაცებულ მოქალაქეებთან დაკავშირებით, ამ პოსტში არ ვისაუბრებ.
თქვენს ყურადღებას მივიპყრობ იმ პროექტზე, რომელიც ემსახურება გატაცებების პრევენციას და რომელზეც ხელისუფლებამ სრული იგნორირება მოახდინა.
SOS ღილაკი.
მოგეხსენებათ, გატაცებების 70-80% ხდება ჩვენი კონტროლირებადი ტერიტორიიდან, როდესაც ოკუპანტები გადმოდიან ჩვენი მიწა-წყლის არაოკუპირებულ ნაწილში და აქედან იტაცებენ ჩვენს მოქალაქეებს, რომლებიც ან ნახირში არიან ამ დროს ან ტყეში გადიან ფიჩხის მოსაგროვებლად.
შემდეგ გადაყავთ ჩვენი ქვეყნის ოკუპირებულ ნაწილში, მიყავთ ცხინვალში, ბრალს უყენებენ ე.წ.”საზღვრის” კვეთაში, აკისრებენ გამოსასყიდს და გადახდის შემდეგ აბრუნებენ საქართველოს არაოკუპირებულ ნაწილში. ან არ აბრუნებენ და უსჯიან რამდენიმე წლიან პატიმრობას, როგორც ეს გენადი ბესტაევის შემთხვევაში გაკეთდა, როგორც ზაზა გასელაძის და ხვიჩა მღებრიშვილის შემთხვევებში შეიძლება მოხდეს..
ხშირ შემთხვევაში ხელისუფლება მალავს ამ ინფორმაციას და კიდევ უფრო ხშირად იმეორებს ოკუპანტების ნარატივს იმის შესახებ, რომ ჩვენი მოქალაქეები არღვევენ ოკუპაციის ხაზს, გადადიან ოკუპანტების კონტროლირებად ტერიტორიაზე და “იქედან” ხდება მათი გატაცება.
როგორ ვაპირებთ მოვახდინოთ გატაცებების პრევენცია და საზოგადოებას მივაწოდოთ ზუსტი და მყისიერი ინფორმაცია გატაცებებთან დაკავშირებით და კიდევ ერთხელ დავუმტკიცოთ მთელს მსოფლიოს ოკუპანტების აგრესიული მოქმედებები?
SOS ღილაკი გახლავთ ე.წ. ჯიპიეს ტრეკერი, რომელიც მაჯის საათის ზომის გახლავთ.
მას გააჩნია მხოლოდ 2 ღილაკი – ჩართვა-გამორთვის და SOS ღილაკი.
SOS ღილაკის გააქტიურებას სჭირდება მაქსიმუმ 3 წამი, რის შემდეგ SOS სიგნალი ადგილმდებარეობის ზუსტი კოორდინატით მოდის რამდენიმე სპეც ნომერზე. ანუ ინფორმაცია გატაცების ან შესაძლო გატაცების შესახებ მოგვეწოდება რამდენიმე წამის განმავლობაში და ჩვენ ფაქტობრივად გვეძლევა საშუალება ოპერატიულად ვიმოქმედოთ. ყველაფერთან ერთად, გატაცების ლოკაციის კოორდინატი გვაძლევს უტყუარ მტკიცებულებას იმის შესახებ, რომ ოკუპანტები გადმოდიან ჩვენს კონტროლირებად ტერიტორიაზე, რითაც არღვევენ აბსოლუტურად ყველა არსებულ შეთანხმებას.
SOS ღილაკს ასევე გააჩნია კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ფუნქცია – ღილაკის აქტივაციის შედეგად ირთვება საუბრის ჩაწერის ფუნქცია და ოკუპანტის ყეფის ლაივ რეჟიმში დაფიქსირება იქნება შესაძლებელი.
ჩვენ შემოვიარეთ არაერთი სოფელი და მოვუყევით ადგილობრივ მაცხოვრებლებს ამ პროექტის შესახებ. შემიძლია თამამად ვთქვა, რომ SOS ღილაკის იდეამ მოსახლეობაში 100% მოწონება დაიმსახურა.
იმისათვის რომ ჩვენ დავიწყოთ ეს პროექტი, გვესაჭიროება პირველ ეტაპზე მინ 40 SOS ღილაკის მოწყობილობის შეძენა.
ერთი ასეთი მოწყობილობის ღირებულება შეადგენს 110 აშშ დოლარს.
ამ ეტაპზე ჩვენ მოვაგროვეთ 32ც მოწყობილობის ფული.
ბ-ნი დავით ტატულაშვილი (შატო ზეგაანი) – 30ც
ქ-ნი მარინა ვაჩნაძე – 1ც
ქ-ნი შუქია აფრიდონიძე – 1ც
ეს გახლავთ ის ადამიანები, რომლებმაც პირველი და ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგეს ამ პროექტის განხორციელებისთვის, მაგრამ დასაწყებად გვჭირდება კიდევ 8 მოწყობილობის ფული.
40 SOS ღილაკის მოწყობილობით ჩვენ შევძლებთ დაახლოებით 6-7 სოფლის უზრუნველყოფას.
ეს სოფლები გახლავთ:
1.ფლავი
2.ფლავისმანი
3.ქვეში
4.ატოცი
5.ტახტისძირი
6.კოდა
7.ქვემო ჭალა
პირველი ეტაპის დასაწყებად გვესაჭიროება დამატებით 880 აშშ დოლარი.
ზაზა გახელაძეს, ხვიჩა მღებრიშვილის და სხვა გატაცებულებს რომ ჰქონოდათ SOS ღილაკი, ბევრად გამარტივდებოდა მათი დახსნა ტყვეობიდან!!!
ძალა ერთობაშია!
ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი!!!“
კომენტარები