ტელეკომპანია ,,პირველის” ინფორმაციით ,,ოცნების” ლიდერების ოჯახის შვილებს დიპლომატებად სხვადასხვა ქვეყნებში აგზავნიან. მაგალითად, ინგლისში საქართველოს დესპანად დავით საგანელიძის ძმისშვილი, ბიზნესმენი ბაჩო საგანელიძე ინიშნება. ბაჩო მსახიობ ლელა მებურიშვილის ქმარია.
-მე მთელი ჩემი ცხოვრების განმავლობაში ვარ ბიზნესში და კომერციაში. დანარჩენს რასაც მეკითხებით, არ ვიცი პასუხი და უნდა ჰკითხოთ საგარეო საქმეთა სამინისტოს, – ამბობს ბაჩო საგანელიძე ,,პირველთან”.
კომენტარები