დავით თარხან-მოურავი თანახმაა, საქართველომ აფხაზეთის დამოუკიდებლობა აღიაროს. ინფორმაციას ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პარლამენტის დეპუტატი ალმას ჯოპუა ავრცელებს და თავის კოლეგებს “პატრიოტთა ალიანსის” ლიდერებთან მოლაპარაკების დაწყებისკენ მოუწოდებს.
,,თარხან-მოურავის განცხადებებიდან ჩანს, თავადაც შეგიძლიათ ინტერნეტში ნახოთ, რომ ის ითხოვს დღეს შექმნილი რეალობის აღიარებას. დღეს, როდესაც საქართველოში ყველა პარტია ხალხს აფხაზეთის დაბრუნებას ჰპირდება, ეს პოლიტიკური შანტაჟია. თარხან-მოურავი კი ითხოვს, რომ რეალობა იქნას აღიარებული, – ამბობს ოკუპირებული რეჟიმის ე.წ. დეპუტატი.
ნიუპოსტი
კომენტარები