მთავრობის ადმინისტრაციის სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის უფროსის მოადგილე ბექა მჭედლიშვილი:
„გახარია როცა გადადგა…
გახარია როცა გადადგა ძალიან კარგად მახსოვს ჩემი რეაქცია, მაგ დროს თავდაცვაში ვიყავით, ერთ-ერთ ღონისძიებაზე ვმუშაობდით, დაანონსდა ბრიფინგი, მე თემა არ ვიცოდი, თუმცა დარწმუნებული ვიყავი იქნებოდა მელიაზე და იმაშიც დარწმუნებული ვიყავი რომ გამოვიდოდა და დაახურებდა ნაცებს, მახსოვს ტელევიზორი იყო ჩართული და მთლად გულისყურით არც ვუსმენდი იმდენად დარწმუნებული ვიყავი რო არაფერს განსაკუთრებულს არ იტყოდა, უცებ – მე გადავდექი დაკავებული თანამდებობიდან. მახსოვს როგორ დავიზაფრეთ უცებ და რამდენიმე წუთის მანძილზე როგორი გახარებული სახეებით იყვნენ ნაცები, გეგონებოდა 2012 წავაგეთ. არ მაინტერესებს ვინ დაიჯერებს და ვინ არა, მთელი გულით ვგულშემატკივრობდი მაგ დროს გახარიას, იმიტომ რომ მეგონა – თავდაცვა, შსს, სხვა უწყებები და პირველ რიგში პრემიერი ერთ საქმეს ვაკეთებდით.
და უცებ გახარიამ შეგვატოვა ნაცებს. უფრო სწორად, მაგ დროს რომ პოლიტიკურ ხელმძღვანელობას გადაწყვეტილება უცებ და სწორი არ მიეღო, ნამდვილად ვიყავით შეტოვებულები. ეხლაც გული მწყდება რომ ერთ დროს ჩემთვის საპატივსაცემო
ხალხი ათას სიბინძურეს წერს, თვითონ გახარია გამოდის და ვითომ კარგ ბიჭს თამაშობს, ამ დროს კი მისი ეგრედ წოდებული სპიკერები გუშინდლამდეც ხან ირიბად და ხან პირდაპირ ცდილობდნენ და ცდილობენ ღარიბაშვილის შეურაცხყოფას, მათ შორის ისინიც, ვისზეც პირადად პრემიერისგან გამიგია რომ ასე იზამდნენ, თუმცა დაჯერება არ მინდოდა ალბათ. გრცხვენოდეთ, ვინ ვინ და თქვენ იცით რა არის ღალატი და ისიც გადასარევად იცით რომ გახარიამ მარტო პირობითად მე კი არა, ზუსტად თქვენც გიღალატათ და ვერასოდეს წარმოვიდგენდით რომ ოცნების რომელიმე პრემიერი, ნაცის დაჭერა არ დაჭერის გამო გადადგებოდა.
ისიც გადასარევად იცით რომ თავის დროზე სწორედ ღარიბაშვილის ჯერ მინისტრობის და მერე პრემიერობის დროს დაიჭირეს ყველაზე ბინძური ნაცები, ალბათ მაშინ ფორმაც მოგწონდათ და დროც, რომელიც მელიას შემთხვევაში ასე არ მოგეწონათ. მაქსიმალურად ვარიდებ თავს პირად დისკუსიაში შესვლებს კიდევ იმ ურთიერთობების ხათრით, რომელიც ოდესღაც მაკავშირებდა ადამიანებთან, პოლიტიკის გამო ვერ და არ ვიკადრებ რაღაცეებს, რასაც კადრულობთ, მაგრამ ძალიან ახლოს ხართ წითელ ხაზთან და თუ გადაკვეთავთ, მე არავის დავალება არ მჭირდება იმისთვის რო გამხილოთ და გამხილოთ ბოლომდე, უბრალოდ გთხოვთ – მომცეთ საშუალება რომ წარსულს პატივი ვცე”
კომენტარები