თბილისის მერი, კახა კალაძე მისი მოადგილის, ილია ელოშვილის გარდაცვალებას ეხმაურება და წერს, რომ მისი სახით დაკარგა მეგობარი და ძვირფასი ადამიანი, რომელსაც თვალდახუჭული ენდობოდა.
“ძალიან მიჭირს უდიდეს ტრაგედიაზე სიტყვების მოძებნა… შეუძლებელია გადმოვცე ის მდგომარეობა, თუ როგორ ვგრძნობ თავს ილიას დაკარგვის გამო… დავკარგე მეგობარი და ძვირფასი ადამიანი, რომელსაც თვალდახუჭული ვენდობოდი ნებისმიერ საკითხში, დავკარგეთ კაცი, რომელსაც უამრავი ადამიანის პრობლემა გულთან მიჰქონდა და ეხმარებოდა, ყველას ბოლომდე გვერდში ედგა. ვუსამძიმრებ მის ოჯახს, მეგობრებსა და ახლობლებს. ამ ტკივილს ვეღარაფერი ამოავსებს. ღმერთმა გაანათლოს მისი სული.”
შეგახსენებთ, ვიცემერი ილია ელოშვილი საკუთარ სახლში გარდაცვლილი მეუღლემ ნახა, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. გარდაცვალების მიზეზი ჯერჯერობით უცნობია. ილია ელოშვილის ცხედარი უკვე გადაასვენეს ექსპერტიზის ბიუროში.
კომენტარები