საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი მწერალ გურამ დოჩანაშვილის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს.
“გემშვიდობებით ბატონო გურამ! დღეს უმძიმესი დღეა, რამეთუ საქართველო კიდევ ერთ გამორჩეულ შვილს ემშვიდობება. დღეს დავობლდით და გავღარიბდით ორმაგად! მაგრამ თქვენს მიერ დატოვებული განძი ჩვენი ხვალინდელი საზრდო იქნება”,- აღნიშნულია სალომე ზურაბიშვილის სამძიმრის წერილში, რომელსაც სოციალურ ქსელში ავრცელებს.
ტანამედროვე კლასიკოსი მწერალი, გურამ დოჩანაშვილი 82 წლის ასაკში 3 აპრილს გარდაიცვალა.
კომენტარები