დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორი ამირან გამყრელიძე მრევლს მიმართავს და მოუწოდებს, რომ სახლში დარჩნენ.
“დავრჩეთ სახლში და მივცეთ საშუალება ჩვენს მღვდელმთავრებს, რომ დისტანციურად, ტელევიზიის საშუალებით ვიყოთ ჩართული ლოცვაში და წირვაში. აი, ეს არის ჩემი რეკომენდაცია. იგივე, რომ ჩვენ დავიცვათ მათი ჯანმრთელობა, ჩვენი ჯანმრთელობა, ჩვენს ირგვლივ მყოფი ადამიანების ჯანმრთელობა.
ეს იქნება, კიდევ ერთხელ, ჩემი თხოვნა უმორჩილესი და რეკომენდაცია მოსახლეობისადმი.
რაც ნაკლებად შევიკრიბებით და რაც ნაკლები ადამიანები შეიკრიბებიან, მით დიდია შანსი იმისა, რომ ჩვენ არ შევიდეთ ფართომასშტაბიან ეპიდემიაში და ამით თავიდან ავიცილოთ მოსახლეობის მეტი ავადობა და თავიდან ავიცილოთ, რაც მთავარია, გარდაცვალება.”- აცხადებს გამყრელიძე.
კომენტარები