სამსახურიდან გათავისუფლებული, “თბილსერვისის” მეეზოვე ირაკლი ბაღდავაძე, ამბობს, რომ დღეს ჩანიშნულ თათბირზე ის კითხვების დასასმელად არ შეუშვეს, მოგვიანებით კი აცნობეს, რომ სამსახურიდან გაათავისუფლეს.
“დავრჩი უმუშევარი, ქირას ვეღარ გადავიხდი, უზარმაზარი ვალი მაქვს და შემიქმნეს ასეთი პირობები. ჩვეულებრივი ხალხის დაშინებაა, რომ მე რომ გამიშვეს ასევე მოუვა. აგერ რამდენი იბრძოლა, რამდენი ხალხი ჩაერია, ეს ამათი მანქანაა, რომ აგერ ვერაფერი ვერ ქნა, თქვენც იგივე მოგივათ ამის შემდეგ ვერც ვერავინ ამოიღებს ხმას, მე აგერ ვიჯდები, ვაცხადებ მშრალ შიმშილობას, არავითარი წყალი, არავითარი საჭმელი ან ჩემი სიცოცხლე ან სამართლიანობა”,-თქვა ირაკლი ბაღდავაძემ.
კომენტარები