სოციალური ქსელის მომხმარებელი, ნია ჩიხრაძე, წერს:
“პირველად, პირველად გამიჩნდა ესეთი მძაფრი სურვილი, დამეწერა ასეთი ტიპის სტატუსი.
მოკლედ, ჩემს მეგობარს გუშინ აუწია სიცხემ, ამას დაემატა მშრალი ხველა. დღევანდელი მდგომარეობიდან გამომდინარე, რა თქმა უნდა, ასეთი შემთხვევის დროს ნებისმიერ ადამიანს გაუჩნდება შიშის გრძნობა და მიმართავს ექიმს, განსაკუთრებით კი მაშინ, როდესაც მას ამ ყველაფერთან ერთად კიდევ ჯანმრთელობის სხვა პრობლემაც აქვს, რომელმაც შესაძლოა მდგომარეობა უფრო გაამძაფროს.
რა მოხდა შემდეგ?
დღეს ტემპერატურამ აუწია 39 მდე, დარეკა საჭირო ადგილას, აუხსნა სიმპტომები, მოაკითხა ერთმა მამაკაცმა და ერთმა ქალბატონმა. მათი დიაგნოზი კი ასეთი იყო : ადამიანი, რომელიც არ ყოფილა საზღვრებს გარეთ, ვერ გაუკეთბენ ანალიზებს და თუ როგორ პანიკობ და რატომ გამოგვიძახეო? რომც გჭირდეს რა მოხდა ვირუსია ეგეცო.
შემდეგ, პირადად მე დავრეკე 112ში და მივმართე კითხვით, თუ რა შეიძლებოდა გამეკეთებინა კონკრეტულ სიტუაციაში და ვაცნობე მათი ექიმების დამოკიდებულება, ყველაფერი გამომკითხეს და მითხრეს რომ დამერეკა ჯანდაცვის ცხელ ხაზზე.
ვცადე დარეკვა ჯანდაცვის ცხელ ხაზზე. სადაც აღმოჩნდა რომ ზარი ფასიანია, ვცდილობდი 20 წუთი დაკავშირებას მიპასუხეს და მითხრეს, რომ თუ საზღვარგარეთ არ ხარ ნამყოფი რისკ ჯგუფში არ შედიხარ მაგრამ, პიროვნული ეჭვის არსებობის შემთხვევაში გამეკეთებინა ინფექციურში ტესტი. ინფექციურში დაკავშირების მე-15 მცდელობის შემდეგ მპასუხობენ და მეუბნებიან “რა გინდა მალე მითხარი” ვეცადე მაქსიმალურად სწრაფად ამეხსნა მდგომარეობა რაც არ დამცალდა და მაშინვე მითხრეს, რომ არ ღებულობდნენ პაციენტს რომელიც არ არის საზღვარგარეთ ნამყოფი და გამითიშა ტელეფონი.
რა უნდა გააკეთო ამ დროს? როგორ უნდა მოიქცე? როგორ გინდა პანიკაში არ ჩავარდე და თავს დააჯერო, რომ უსაფრთხოდ ხარ როდესაც ამ ისედაც პატარა ქვეყანაში, სადაც უკვე არსებობს ვირუსი და ნელ-ნელა , მაგრამ დაინფიცირებული ადამიანების რაოდენობა იზრდება და შენც ამ კონკრეტული ვირუსის დამახასიათბელი სიმპტომებით მიმართავ სპეციალურ დახმარებას და ყველას ფეხებზე კიდიხარ თუ საზღვარგარეთ არ ხარ ნამყოფი? ეს არის გამართლება და ეს არის პასუხი ? დავრწმუნდი რომ 4 შემთხვევა კი არა შეიძლება 400 და 4000 იც იყოს.
ხოდა, აი ეს 4 კაცი 4 მილიონად რო გადაიქცევა, ვისი და რისი ბრალი იქნება ფაქტი სახეზეა.
ჯანდაცვის სამინისტრო
ჯანდაცვის და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახური“
კომენტარები