ანტისაოკუპაციო მოძრაობა “ძალა ერთობაშიას” ლიდერი, დავით ქაცარავა, სოციალურ ქსელში აქვეყნებს ფოტოებს და წერს:
მეგობრებო!
გარეჯში საზღვრები შეიცვალა გუგლის რუკაზე და არა ჩვენ სასარგებლოდ!
აღდგომის, უდაბნოს მონასტრები და საგარეჯო-რუსთავის გზაგასაყარის ერთი მონაკვეთი მოექცა აზერბაიჯანის მხარეს.
ვინმე თქვენგანი ფიქრობს, რომ გუგლმა ეს თვითნებურად, ან მხოლოდ აზერბაიჯანული მხარის მოთხოვნით შეცვალა?
საიდან ასეთი ოლიმპიური სიმშვიდე?
დავთმეთ გარეჯი? მაგრად გვკიდია და მხოლოდ კორონა გვაღელვებს?
აი ზუსტად ესე, წყნარად და აუღელვებლად შევეგუეთ ჩვენი ხელისუფლების მიერ სომხეთისთვის ხუჯაბის მონასტრის გადაცემის შემთხვევაში.
ჯერი გარეჯზეა. აბა, ჩვენ ვიცით”
კომენტარები