საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ჟურნალისტებს განუცხადა:
„უნდა დავწყნარდეთ, დავმშვიდდეთ, ზოგი კონგრესმენი შეგვაქებს, ზოგი გაგვაკრიტიკებს, მაგრამ მთავარია, ორ ქვეყანას შორის სტრატეგიულ თანამშრომლობას არაფერი ემუქრება. ისევე როგორც ამერიკული ბიზნესის ინტერესებს საქართველოში არაფერი ემუქრება, მაგრამ როდესაც ადამიანები, მათ შორის ზოგ შემთხვევაში ამერიკელებიც, თავიანთ ვალდებულებებს, იქნება საინვესტიციო, თუ სხვა სახის ვალდებულებები, ვერ ასრულებენ და საქართველო არბიტრაჟს იგებს, ეს უნდა გვიხაროდეს, მეგობრებო, კი არ უნდა გვწყინდეს და ჯიბრში კი არ ვუდგებოდეთ ქვეყანას, უნდა გვიხაროდეს“
კომენტარები