პიარტექნოლოგი, გიორგი კალატოზიშვილი:
“მცხეთაში ვარ, რაღაც რესტორანია, პომპეუსის ხიდი მგონი თუ რაღაც ასეთი. მოკლედ, დავუძახე მიმტანს. მეთქი ასეთ მენიუს პირველად ვხედავ, სხვა და ნორმალური არ გაქვთთქო. მპასუხობს თუ ვერ არჩევთ, წაგიკითხავთო. 🙂 ოკ, გამეცინა, გავატარე, ჯანდაბას თქვენ თავს, აქ მეტი მაინც აღარ შემოვალ და იდარდოს სხვამთქო. შევუკვეთე ქაბაბი, გავიდა დაახლოებით 40 წუთი, სხვებმა მიირთვეს, სახლში დაბრუნდნენ, ბავშვებსაც აჭამეს, კატას და ძაღლს დაუყარეს, თუთიყუშს საკენკი მისცეს… ვუძახი სხვა მიმტანს. მეთქი რად უნდა ქაბაბს 40 წუთი? მპასუხობს გაღიზიანებული და პრეტენზიით “შეკვეთებია, ბატონო! როცა იქნება, მოგიტანთ!”.
მე რომ არ რესტორნის მფლობელი ვიყო, დავფიქრდებოდი, თან ბევრ რამეზე. 🙂 მცირე, თუმცა ზუსტი დიაგნოზი მაინც მაქვს ამათთვის – დედა აქვს ნატირები მომსახურების ხარისხს. ამას ტრენინგებიც არ შველის – მენტალიტეტია შესაცვლელი, მომსახურებისადმი და კლიენტისადმი დამოკიდებულება.”
კომენტარები