პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის-PHR განცხადებას ავრცელებს:
დღეს პროკურატურამ #PHR -ის მოთხოვნა დააკმაყოფილა და, 2023 წლის 03 აგვისტოს, შოვის სტიქიის ზონაში გარდაცვლილი დავით ბერიაშვილის დედა, დაზარალებულის უფლებამონაცვლედ ცნო.
პროკურატურამ უარი თქვა #PHR -ის მოთხოვნაზე, რომელიც შეეხებოდა სისხლის სამართლის საქმის პროკურატურისთვის გადაცემას, გამოძიების მიზნით.
აღნიშნული გადაწყვეტილებით, პროკურატურამ დაადგინა, რომ დავით ბერიაშვლის გარდაცვალება დანაშაულის შედეგია.
#PHR -ი აგრძელებს დაზარალებულის უფლებამონაცვლის ინტერესების დაცვას და საზოგადოებას მიაწვდის სიახლეებს საქმის განვითარებასთან დაკავშირებით.
საქმეზე მუშაობენ ადვოკატები: ანა თავხელიძე, ანა არგანაშვილი.
კომენტარები