“მაუწყებლის” ცნობით, დღეს კიდევ ორი მოშიმშილე მაღაროელი, 26 წლის გიორგი ქველიძე და 34 წლის დათო ცუცქირიძე გახდნენ შეუძლოდ. ისინი საავადმყოფოში გადაიყვანეს.
გუშინ ღამით სასწრაფომ გადაიყვანა 24 წლის მოშიმშილე რეზო ასანიძეც, რომელიც უკვე დაბრუნდა კარავში და, გაუარესებული ჯანმრთელობის მიუხედავად, აგრძელებს შიმშილობას. მას დაზღვევა უარს ეუბნება მკურნალობის ხარჯების ანაზღაურებაზე, იმ დასაბუთებით, რომ ეს თვითდაზიანების შედეგია.
მკურნალობის ხარჯების ანაზღაურებაზე უარი განუცხადეს კიდევ ერთ მოშიმშილეს, 35 წლის გიორგი მარუაშვილს. მისი მდგომარეობა იმდენად დამძიმდა, რომ, ექიმების პროგნოზით, შიმშილობის გაგრძელების შემთხვევაში, მთელი ცხოვრების განმავლობაში დასჭირდებოდა დიალიზი. დღეს მარუაშვილი თბილისში ჩამოსულ მაღაროელებს შეუერთდა.
19:00-ზე პარლამენტთან აქცია მაღაროელების აქცია განახლდა.
კომენტარები