სლოვაკური კომპანია საომარ მოქმედებებში დაზიანებულ უკრაინულ სამხედრო ტექნიკას შეაკეთებს. ინფორმაცია ამაზე, სლოვაკეთის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
“სახელმწიფო კომპანიამ Konstrukta-Defence-მა უკრაინული სამხედრო ტექნოლოგიების შეკეთებასა და მოდერნიზების თაობაზე, კონტრაქტი დადო“. – თქვა თავდაცვის სამინისტროს სპიკერმა, მარტინა, კოვალ კაკასჩიკოვამ.
სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრმა, ედუარდ ჰეგერმა და თავდაცვის მინისტრმა იაროსლავ ნადმა ადრე აღნიშნეს, რომ უკრაინას დაზიანებული იარაღის მოდერნიზებაში დაეხმარებიან.
“უკრაინის მხარემ მოგვმართა დაზიანებული უკრაინული აღჭურვილობის შეკეთების თხოვნით. დაზიანებული ტექნიკა ჩამოვიდოდა სლოვაკეთში, შევაკეთებდით და აღჭურვილობა დაბრუნდებოდა უკრაინაში“. – თქვა ნადმა აპრილის დასაწყისში.
8 აპრილს სლოვაკეთმა უკრაინას რუსული აგრესიისგან თავდასაცავად С-300-ის სისტემა გადასცა,
С-300-ის საზენიტო-სარაკეტო კომპლექსი განკუთვნილია საჰაერო თავდაცვისთვის. მნიშვნელოვანია ის ფაქტორი, რომ უკრაინელ სამხედროებს ამ სისტემასთან მუშაობის გამოცდილება აქვს. ერთ-ერთი მთავარი სირთულე, უკრაინისთვის იარაღის მიწოდებაში არის ის, რომ მათ სჭირდებათ ისეთი სისტემები, რომლის გამოყენებაც იციან და მათ მუშაობაში მოსაყვანად გადამზადება არ დასჭირდებათ, რისი დრო და გარემოც ფიზიკურად არ არსებობს.
კომენტარები