ანი დვალიაშვილი, ალია
გაგიკვირდებათ და, უკრაინის ამბებმა დადებითად იმოქმედა მმართველ გუნდზე. შიდა მტრობა მათ გვერდით გადადეს და ერთმანეთთან სრულად შეთანხმებულ განცხადებებს აკეთებენ. ოპტიმისტები ამბობენ, რომ ისინი როგორც იქნა, მიხვდნენ, რომ ახლა, ერთი არასწორი ნაბიჯიც კი შესაძლოა ხელისუფლების შეცვლით დასრულდეს და ისინი ყველაზე მეტად, ქუჩაში გამოსული ხალხის ოდენობამ დააფრთხოო. თუ აქამდე “ოცნებაში” დარწმუნებული იყვნენ, რომ ხალხი ქუჩაში არავითარ შემთხვევაში არ გამოვიდოდა, ახლა მიხვდნენ, რომ არის საკთხები, რომელთა გამო, ადამიანები არ ერიდებიან პოზიციის დაფიქსირებას.
მართალია, “ოცნებას” მაშველ რგოლად ისევ ნაციონალური მოძრაობა მოევლინა, რომელმაც უკრაინის მხარდამჭერი აქცია, სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნის აქციად გადააკეთა, მაგრამ ეს დამშვიდების საფუძველს ნამდვილად არ იძლევა. ამიტომაც არის, საპარლამენტო უმრავლესობის რიგითი წევრები განცხადებების გაკეთებას რომ ერიდებიან და პრესასთან მხოლოდ ლიდერები ჩანან. დაზუსტებულ ამბავს გეუბნებით – ის, რასაც ამბობს კობახიძე, წინასწარ წაკითხული აქვს ღარიბაშვილს და პირიქით. დანარჩენებს რაც შეეხებათ, კობახიძე აკონტროლებს პარლამენტის წევრებს, ღარიბაშვილი – მთავრობას და მათი სიტყვებიც წინასწარ სწორედ მათთან გახლავთ შეთანხმებული. ერთი საეჭვო ფრაზაც კი ტექსტში უმკაცრეს ცენზურას გადის…
კომენტარები