თეონა თამაზაშვილის თქმით, დეა კაპანაძეს შესაძლოა თამარ ბაჩალიაშვილის ვალი ჰქონდა, ამიტომ, მასზე ზეწოლა ხორციელდება და აიძულებენ ათქმევინონ, რომ თამარ ბაჩალიაშვილმა თავი მოიკლა. ზეწოლის ბერკეტი კი დიდი ოდენობის ვალია.
“არ გამოვრიცხავ, რომ თამუნას ვალი ჰქონდა დეას.
არის საბანკო გადარიცხვები, სადაც ჩანს, რომ დეა ხშირად სესხულობდა ფულს. ეს ნახა მიხეილ რამიშვილმა. თამარი ასევე “ქეშად“ აძლევდა ფულს.
შეიძლება იმხელა თანხაზე ავიდა, რომ ვერ დააბრუნებდა და დეას აწყობდა თამარის გაქრობა“- განაცხადა თეონა თამაზაშვილმა “ფორმულას“ ეთერში.
კომენტარები