ფოტო – ტვ მონიტორინგი
ალტ-ინფოს წევრები და მხარდამჭერები ქარელში TV მონიტორინგის გადამღებ ჯგუფს თავს დაესხნენ.
ტელეკომპანიის ჟურნალისტი ყვება, რომ მოძალადეებმა მათ ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს და აპარატურის დამტვრევა სცადეს.
“თავს დაგვესხნენ ალტ-ინფოს მთვრალი მხარდამჭერები. სამნი იყვნენ. 60 წლამდე იქნებოდნენ. გვთხოვდნენ საქმიანობა შეგვეწყვიტა და მათი მოთხოვნა, რომ არ შევასრულეთ გადმოვიდნენ სიტყვიერ და ფიზიკურ დაპირისპირებაზე. გვაგინეს და საშინელ სიტყვებს გვეძახდნენ. ჰქონდათ აპარატურის წართმევის მცდელობაც”, – ყვება ჟურნალისტი შოთიკო სადაღაშვილი.
ვიდეოში ისმის გინების ხმა. კითხვაზე – ჩვენ გვაგინებს? – ისმის პასუხი – კი!
ფიზიკური დაპირისპირების დაწყებამდე კი, ჟურნალისტი, მამაკაცს, რომელიც ევროპას აგინებს, ეკითხება – რუსეთს?
პროფესიული ნიშნით განხორციელებული დევნის და ჟურნალისტის საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტზე მოვითხოვთ რაგირებას შესაბამისი უწყებების მხრიდან. აღსანიშნავია, რომ ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც ,,ტვ მონიტორინგის“ გადამღებ ჯგუფს ,,კონსერვატორები“ თავს ესხმიან, – წერს მედია.
კომენტარები