ადვოკატი, რუსთავში მაჟორიტარობის კანდიდატი, ალექსანდრე კობაიძე, სოციალურ ქსელში, წერს:
“დღეს დედაჩემს დაურეკა N 18 ციხის დირექტორმა და განუცხადა, რომ განცხადება უნდა დაწეროს სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ.
მერე იტყვით არა, რას ლაპარაკობთ, ჩვენ პოლიტიკური ნიშნით არ ვდევნითო.
კიდევ ერთხელ დავწერ: თქვენი დროც მოვა
დედაჩემი ძალიან განიცდის, რომ ჩემ გამო დევნიან.
მინდა მივმართო დედაჩემს: დედა ძალიან მიყვარხარ, ყველაფერი დანარჩენი მეორეხარისხოვანია
პ.ს. ტირანია მსხვერპლის გარეშე არ ჩაივლის, ამიტომ უნდა გავაგრძელოთ ბრძოლა, რომ დავასრულოთ ტირანია
მოგიწოდებთ ყველანი არჩევნებზე”
კომენტარები