მსახიობი ბესო ზანგური, რომელიც ყოფილმა მეუღლემ, ნინუცა მაყაშვილმა, ოჯახურ ძალადობაში დაადანაშაულა, სოციალურ ქსელში, წერს:
“გაფაციცებით ელოდებოდა მთელი „ნაციონალური“ მანქანა და ჩემი უახლოესი, გულითადი მეგობრებიც, ღამის სამ საათამდე, სანამ ჩემი უდანაშაულობა მტკიცდებოდა 2 მიმართულებით ერთ-ერთ განყოფილებაში…
სადაც ყველა დეტალი და ფაქტი გავიარე ზემოდან დედა***ული „რუსთავი 2“-ის ჩვენების მიცემის ქვეშ… გვერდზე ოთახში „რუსთავი 2“ გადაღებული კადრებით წერდა, რომ დავეჭირე და მე აქ ვაძლევდი ჩვენებას… ბოლომდე არ მჯერა და მადლობა ძალებს, რომელთაც სიმართლის ძალა გამონახეს… მადლობა განგებას, რომ დედა გათიშულია და ვერ ხედავს ყოველივეს…
მთელი ეს დღეები, მე და ჩემს ცოლს საშინელი დარტყმების ქვეშ გვიწევს ბავშვებისთვის იგივე, მშვიდი და მოსიყვარულე გარემოს შექმნა და ზურგი დაგვისისხლიანა ნასროლმა ისრებმა! არავინ, თუნდაც სიტყვით, არ ამხნევებდა ჩემს უღირსეულეს გოგოს, რომ გადაეტანა ეს ცილისწამება! მეგობართ, სტუდიაში ეტყობა ამცნეს, რომ დაკითხვააა და გაეხარდათ ზოგიერთ ვაი მეგობარს – დაჭერაში აგერიათ, პატარებო! ასე არაა, დამიჭირო. გაგიმეოროთ ჩემი სახელი და გვარი? თქვენგან განსხვავებით, მხოლოდ ასოებისგან არ შედგება ჩემი პიროვნება! ხო, ეგონათ დამაკავეს და წერეს სტატუსები კაცმან, თუ ქალმან მოყვანილი ამა თუ იმ კლასიკოსით… არც რამიშვილმა აცხელა, ეგეც ვუდი ალენი არ მყავდესო და არც კოლეგებმა! კოჭლი ცხვარი არა, მაგრამ თეთრი ტრ**ის მნახველი არ ვარ, ეთნოგრაფიული ტრ**ით ხარ და რაში მჭირდებით ასეთი უტ**ები??
პატარები ხართ… გული მატკინეთ! მერამდენედ… სულ ტყუილად! განა არ იცით, რომ არ ვარ მოძალადე?არა, იცით მაგრამ….ქართველები ხართ და ხომ უნდა მომსპოთ, ეს სენია ქვეყნის! გიმეორებთ: თქვენ შეიძლება ამშალოთ, დამამსხვრიოთ, მაგრამ დაკვრას? ვერ ეღირსებით“.
ბესო ზანგურის ამ პოსტს სააგენტო “ნიუპოსტი” ავრცელებს, ეს სტატუსი ამ დროისთვის ზანგურის „ფეისბუქ“-გვერდზე არ იძებნება.
კომენტარები