„გირჩის” წევრებმა მხარდამჭერებს ევროინტეგრაციის პროცესზე ინფორმაცია მიაწოდეს და ევროპულ ღირებულებებზე ისაუბრეს. ითქვა, რომ ისინი არ აპირებენ, 20 ივნისის აქციას შეუერთდნენ.
„ჩემი აზრით, ევროპა თავისუფლებისკენ სწრაფვაა. იმ თავისუფლებების მოპოვება, რომელიც ჯერ ამ ქვეყანაში არ არსებობს და ევროპელმა ხალხმა მიაღწია. ესაა თავისუფალი მიმოსვლა, ვაჭრობა, ანუ ის ყველაფერი, რაც ჩვენ ევროპაში გვიყვარს”, – განაცხადა „გირჩის” ლიდერმა, იაგო ხვიჩიამ.
კომენტარები