დედაენის დღესთან დაკავშირებით, წალენჯიხის მუნიციპალიტეტში თემატური ღონისძიებები გაიმართა.
ა(ა)იპ სახელოვნებო-საგანმანათლებლო ცენტრის, მოსწავლეთა სახლის საკონცერტო დარბაზში ამ დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა, რომელიც სახელოვნებო-საგანმანათლებლო ცენტრის ორგანიზატორმა მარინე შანავამ გახსნა.
ღონისძიებას წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე თამარ ბელქანია, ხელოვნების მუშაკები, საჯარო სკოლების მოსწავლეები და პედაგოგები ესწრებოდნენ.
სახელოვნებო სკოლისა და საჯარო სკოლების მოსწავლეებმა დედაენის თემატიკაზე დაწერილი ლექსები წაიკითხეს.
1990 წლიდან, ყოველი წლის 14 აპრილს საქართველოში დედაენის დღე აღინიშნება.
1978 წლის 14 აპრილს კონსტიტუციაში სახელმწიფო ენის შესახებ ჩანაწერის ცვლილების წინააღმდეგ თბილისში მასშტაბური სტუდენტური მანიფესტაციები დაიწყო.
ტრადიციული ღონისძიება – ”ერთი ლექსის საღამო” – დედაენის დღესთან დაკავშირებით საგანმანათლებლო განყოფილებამ მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლის საკონცერტო დარბაზში ჩაატარა. მონაწილეობდნენ სხვადასხვა საჯარო სკოლის მოსწავლეები, პოეზიის თეატრისა და ლიტერატურული წრის მოსწავლეები, ვოკალური ანსამბლი ”ნოტები” (პედაგოგი სოფო აბულაძე).
ღონისძიებას ეწრებოდა წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე ქ-ნი თამარ ბელქანია, კულტურის სფეროს წარმომადგენლები, პედაგოგები, მშობლები.
ღონისძიება მოამზადა სახელოვნებო-საგანმანათლებლო ცენტრის ორგანიზატორმა მარინე შანავამ.
კომენტარები