ჟურნალისტი, მარი ჯაფარიძე, სოციალურ ქსელში, წერს:
“საშინელება ხდება ჩემს სადარბაზოში…
გუშინ, შატილში მომხდარი ავარიის შედეგად დაღუპულ 25 წლის მედეას დასტირის მთელი კორპუსი…
მისი და, 23 წლის ხატია ერთ-ერთია გადარჩენილთაგან და კომაშია… მძიმედაა…
ბავშვები ჩემ თვალწინ დაიბადნენ და გაიზარდნენ…
მათი დედის თხოვნაა, ილოცოთ ხატიასთვის, რომ გადარჩეს… ილოცეთ, რადგან მედეა წაიყვანა უფალმა და ხატია მაინც დამიტოვოსო…
რამხელა ტვირთი აქვს ამ ქალს… რა ცოდვის დღე ტრიალებს მათ ოჯახში
მამის ტირილი პირველად ვნახე და დავიშალე, როცა გარდაცვლილ შვილს დაეკონა და დაჰქვითინებდა…თუ ვინმეს ძალგიძთ, ილოცეთ ხატიას გამოჯანმრთელებისთვის და ახლად შესვენებული მედეასთვის
გული მაქვს გაგლეჯილი
ღმერთო, შვილები ყველას კარგად უმყოფე… ყველას!”
კომენტარები