“Tia.ge”-ის ინფორმაციით, მთავრობა მუნიციპალურ ტრანსპორტზე შეზღუდვას აწესებს. კერძოდ, 4 ნოემბრიდან შეიზღუდება სამარშრუტო ტაქსით და ავტობუსით გადაადგილება, ასევე გაჩერდება მეტრო.
როგორც მედია წერს, კომპანიებს უკვე მიეწოდათ აღნიშნული ინფორმაცია, შესაბამისად მათ თანაშრომლების “ონლაინ რეჟიმზე” გადაყვანა უზრუნველყვეს.
მოგვიანებით, ჯერ ეკატერინე ტიკარაძემ უარჰყო შეზღუდვების გამკაცრება, შემდეგ კი – ამირან გამყრელიძემ.
კომენტარები