24 წლის კანადელ მსახიობს, სერიალ რივერდეილის ვარსკვლავს რაიან გრენტჰემს დედის მკვლელობისთვის სამუდამო პატიმრობა მიუსაჯეს.
მკვლელობა გრენტჰემის სახლში მოხდა, დედამისი პიანინოზე უკრავდა, როდესაც მსახიობმა პისტოლეტი კეფაში ესროლა. მკვლელობა 2020 წელს მოხდა, თუმცა საზოგადოებისთვის ცნობილი მხოლოდ ახლა გახდა. გამოძიების თქმით მკვლელობის შემდეგ გრენტჰემმა გარდაცვლილს ზეწარი გადააფარა, ხოლო გვამთან სანთლები და კრიალოსანი დატოვა.
გრენტჰემი ასევე კანადის პრემიერ მინისტრის ჯასტინ ტრუდოს მოკვლას გეგმავდა. მსახიობის განმარტებით დედის მკვლელობა იმიტომ ჩაიდინა, რომ არ უნდოდა მისი მშობელი ჯასტინ ტრუდოს მკვლელობის მოწმე ყოფილიყო.
დედის მკვლელობის შემდეგ გრენტჰემი კოლეჯში გაემგზავრა. მსახიობი სასწავლო დაწესებულებაში სროლას აპირებდა, თუმცა გზაში გადაიფიქრა და პოლიციას ჩაბარდა.
მსახიობი რივერდეილში ჯეფრის როლს ასრულებდა. გრენტჰემს ნათამაშები აქვს ასევე ფილმებში The Imaginarium of Doctor Parnassus, Diary of a Wimpy Kid, Liz.
კომენტარები