თავდაცვის ყოფილი მინისტრი, ირაკლი ოქრუაშვილი, სოციალურ ქსელში წერს:
“ყველაფერში ინოვატორები ვართ ქართველები.
ფიზიკური საფრთხისგან დაცვა გამიგია; კომპიუტერის ვირუსისგან დაცვა გამიგია; ჩასახვის საწინააღმდეგო დაცვა გამიგია; სეტყვის საწინააღმდეგო დაცვაც გამიგია, მაგრამ ანზორ ჩუბინიძე ყოფილა ყველაზე ინოვატორი დაცვა მსოფლიოში – დედის გინებისგან დაცვა.
მსოფლიო პატენტი უნდა მოვითხოვოთ მაგაზე.
ეს ამბავი 100 წლის წინ დაახლოებით ასე იქნებოდა.
მოურავოო, ბიჭო ანზორ – გადმოსძახებდა, სოლოლაკის აივნიდან ჩუბინიძიაანთ ერთგულ მოურავს, ბატონიშვილი მეფისტოფელის სახით.
გისმენ შენი კვნესა მეოო – საჯინიბოდანვე გააგონებდა მოურავი.
გიბრძანებ, ახლავე დაეცე, მოსკოვის პროსპექტის ჭალებში, ფეისბუკმომხმარებელ ვანოს და სულ ნაცარტუტად უქციო სახლ-კარიო – გასძახებდა ბატონიშვილი. თან მეზობლებიც დაისწარი და ცხენებზე მიგალკების დაყენება არ დაგავიწყდესო, ზედ დააყოლებდა.
ამ დროს, საქსოვით ხელში და ჩიხტიკოპით თავზე, კნეინა ეკა მედიდურად ჩაილაპარაკებდა – მამესწრო ვაჟკაციო.
სულაც არაა საქმე ისე, როგორც თქვენ ხატავთ მაგ ბავშვთან მიმართებაში. ხარი ხართან რომ დააბაო ხომ გსმენიათ.
მამამისის გვერდით სხვას რას ისწავლიდა?
მიმიშვით ღუმელთან, 6 თვით წავიყვან ჯარში და მასზე მეტად მამამისის მაგინებელს ვერ ნახავთ. პატრიოტიზმსაც ვასწავლი და ორფოლოს ტალახითაც ცოტა ფერს ავაღებინებ.
მინიმუმ მამა-შვილი სერიოზული სამკურნალო არიან.
ჩვენ კიდევ მაგარი გადარჩენილები ვართ, ოჯახის სტომატოლოგი რომ დაგვინიშნეს ჯანდაცვის მინისტრად და არა ოჯახის ფსიქიატრი.”
კომენტარები