ფრიდონ ინჯია პარლამენტის სხდომაზე ახალი ინიციატივით გამოდის. მისი თქმით გინება, დედის შეგინება, დასჯადი უნდა იყოს.
„დედის გინება სალაპარაკო ენა გახდა, რაც ოჯახზე განათლებაზე და ყველაფერზე მოქმედებს. ვფიქრობ, რომ ამაზე კანონი უნდა გამკაცრდეს. ერთხელ გინებაზე 1000 ლარამდე, მეორეჯერ 2000 ლარამდე….
ხომ არ სჯობს ეს მიბმული იყოს ხელფასზე, ან ხომ ხედავთ ლარი როგორ გაუფასურდა, ჰოდა სჯობს სხვა „განზომილებაში“ იყოს და არა ლარში. ვფიქრობ, დიფერენციაცია აუცილებელია, თუ მესამეჯერ ან მეოთხეჯერ შეიგინება – ეს უნდა იყოს სისხლის სამართლის საქმე, იყოს 6-თვიანი ან 1-წლიანი პატიმრობა“,- ამბობს ინჯია.
კომენტარები