ბრიტანეთის ტახტის მემკვიდრეს, 71 წლის პრინც ჩარლზს კორონავირუსი დაუდგინა.
Reuters-ის ინფორმაციით, პრინცმა 93 წლის დედა, დიდი ბრიტანეთის დედოფალი ელისაბედ მეორე 12 მარტს დილით ნახა.
„მისი უდიდებულესობა თავს კარგად გრძნობს“, – აცხადებენ ბუკინგემის სასახლეში.
Reuters-ის წყაროს ცნობით, შესაძლოა ის 13 მარტს სასახლეში დაინფიცირდა, როდესაც ის და მისი მეუღლე კამილა შოტლანდიაში თავიანთ რეზიდენციაში გაემგზავრნენ.
გამომდინარე იქედან, რომ ჯერ ზუსტად ვერც იმას ადგენენ როდის და ვისგან გადაედო პრინცს ვირუსი – საფრთხეშია, თუ არა დედოფალი, დრო გვიჩვენებს
კომენტარები