დედოფლისწყაროში ერთ ჰექტრამდე ხორბლის ყანა დაიწვა. თვითმხილველების თქმით, ცეცხლი ჯერ უკვე აღებულ ყანაში გაჩნდა, ხოლო შემდეგ დანარჩენ ფართობს მოედო.
ადგილზე მობილიზებული იყო სახანძრო-სამაშველო ჯგუფები.
მეხანძრეებმა ხანძრის ლოკალიზება უკვე მოახდინეს. მიმდინარეობს ცეცხლის სალიკვიდაციო სამუშაოები.
შეგახსენებთ, 21 ივნისს კახეთში, შირაქის მინდვრებშიც ნათესები დაიწვა.
კომენტარები