ყოფილი პარლამენტარი, მაია ნადირაძე:
,,ტრამპზე ერთი რამის თქმა შემიძლია დანამდვილებით – ტრამპის პრეზიდენტობის დროს რუსეთი თითქმის ისეთ კრიზის უახლოვდებოდა, როგორც რეიგანის დროს. ციფრებში ჩანს ეს და სხვა რამეებს არ ჩამოვწერ. CNN, NbC, New York times და ეგეთ მონსტრების დეზინფორმაციით აღჭურვილი ხალხის გადარწმუნების სურვილი არ მაქვს.
მერე კოვიდმა და ბაიდენმა გადაარჩინეს რუსეთი ჩამოქცევას.
ელოდეთ ახალ პანდემიას.
და ერთი დაკვირვება, ხალხი რომელიც თავში ხელს იცემს ტრამპის გამო და ამერიკელი ხალხის სიბნელით არის შეძრწუნებული, მათი უდიდესი უმრავლესობა, ბიძინეს მიტინგებზე დარბოდა 2012-ში ან სიხარულის ყიჟინა დასცა, სააკაშვილის დამარცხების გამო. ეს გამჭრიახი ხალხი, ახლაც ემიჯნება პოლიტიკურ პატიმარს და ლიბერალური ფასეულობებით ფუთავს ამას.
პატარკაციშვილის და ივანიშვილის ოდესღაც ადეპტებმა, ეგებადა დაანებოთ თავი პოლიტიკურ ანალიზებს და პროგნოზებს.
დეეთხუეთ, მაგ საქმეს, ბიძიკოებო.
აგერ ცოტა ხნის წინ იძახდით, ბაიდენი რომ მოვა, ჩვენც გვიშველისო და იმან, ოთხი წელი არც შეგიმჩნიათ და სულ ბოლოს ყველაზე ცინიკური რამ გამოაცხო – რო გააყალბეთ არჩევნები, ახლა გამოიძიეთ ვინ და როგორ გააყალბაო და თავები დაისაჯეთო.
ხოლო ისინი, ვინც ნახსენებ კატეგორიას არ მიეკუთვნებით, მათ შორის ჩემთვის მნიშვნელოვანი ადამიანები, ჩემი დიდი თხოვნა იქნება, ნუ უსმენთ ხალხს, რომლებიც ამ 30 წლის მანძილზე ვერასდროს იყვნენ გამჭრიახები. მერე რა რომ ახლა ტრენდში არიან. მაინც ვერაფერს იზამენ. გასაშუალებულის ფანები არიან
ეგენი, სამყაროს კიდევ “გიჟები” ცვლიან.
გიჟზე გამახსენდა : აქაური პოლიტკორექტულ -ზომიერ- წონიერი ხალხის მსგავსნი ამერიკაში, თავის დროზე, რეიგანსაც კლოუნს, უვიცს, ლენჩს და რას არ უძახდა. უბრალოდ, ფბ არ იყო და ვერ აიყოლიეს სრულიად სალენჩეთი. მერე “გადაიფიქრეს” ეს ამბავი და ის გაზეთები“დაწვეს”
P.S. არანაირი გადაჭარბებული მოლოდინი არა მაქვს. უბრალოდ, ბაიდენ- ჰარისზე უარესი ძნელი წარმოსასგენია. განსაკუთრებით უკრაინისთვის.
ერთი კია რომ, კანონპროექტ
“ MEGOBARI”-ს წინ არაფერი დაუდგება. ინიციატორიც ტრამპის მეგობარია, სენატი და ქვედა პალატაც ტრამპისტებით გაიჭედა. ხოდა ეგაა ჩვენი საშველიც.”
კომენტარები