დეკანოზ თეოდორე გიგნაძის 2020 წლის დეკემბრის ქადაგება სოციალურ ქსელში კვლავ აქტუალურია.
ვიდეოს, სადაც დეკანოზი ამბობს, რომ მათ ბოდიში უნდა მოუხადონ ადამიანებს, რადგან საზოგადოების გარკვეული ნაწილი დაარწმუნეს იმაში, თითქოს ვირუსი არ არსებობს და აცრები დაღუპავს კაცობრიობას, ბევრი აზიარებს.
„ჩვენ ხალხი მოვწამლეთ არამარტო იმით, რომ ვამბობდით, პანდემია არ არსებობს, არამედ იმით, რომ ვამბობთ – ცრუ პანდემიაა. მღვდელი როგორ უნდა აყვეს კონსპირაციულ თეორიას.
როგორ უნდა ინტერესდებოდეს კონსპირაციული თეორიებით, როცა ჩვენ ქრისტეს გარდა არაფერი არ უნდა გვაინტერესებდეს.
ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რომ ერთი ღერი თმა არ დავარდება ღვთის განგებით, როგორ უნდა ვწრდოდეთ შიშით იმის გამო, რომ ვფიქრობდეთ – ახლა მასონებს რა გეგმები აქვთ და აცრებით დაგვღუპავენ.
ეს ეკადრება ქრისტიან საზოგადოებას?
ჩვენ არამარტო ამით ვაცდუნეთ ხალხი, არამედ იმით, რომ ჩვენ ხალხს ვუთხარით, რომ ჩვენ ყველაზე მაგრები ვართ.
ამიტომ ჩვენ არაფერი არ გვემუქრება. ეს იყო ყველაზე საშნელება. ამიტომ უნდა გამოვიდეთ და შევინანოთ და ხალხს ბოდიში მოვუხადოთ, როცა ასეთ რაღაცეებს ვასწავლიდით“, – ამბობს ქადაგებაში თეოდორე გიგნაძე.
კომენტარები