სასულიერო პირები თერჯოლაში მომხდარ ტრაგედიაში სახელმწიფოს ბრალეულობას ხედავენ. 11 წლის ბავშვის თვითმკვლელობამდე მიყვანა, სამღვდელოების აზრით, არ მოხდებოდა, მძიმე სოციალური ფონის გამო დედებს საზღვარგარეთ წასვლა რომ არ უწევდნენ.
დეკანოზ იოანე რევიშვილის თქმით, ბავშვები მშობლების გარეშე სტრესულ გარემოში იზრდებიან და დაბრკოლებებთან გამკლავების უნარი არ აქვთ.
თუ დემოკრატიაზე წავედით, უკეთესი პირობები ხომ უნდა იყოს, რომ ცოლ-ქმარი ერთად იყოს? სოციალური მდგომარეობაა ასეთი, – განმარტავს დეკანოზი.
აღსანიშნავია, რომ პატრიარქის კურთხევით, სასულიერო პირებმა დაღუპულ ბავშვს წესი აუგეს.
კომენტარები