დაასახელა. საფეხბურთო კლუბების საერთო შემოსავალმა 9.3 მილიარდი ევრო შეადგინა. კატალონიური კლუბი „ბარსელონა“ყველაზე შემოსავლიანი კლუბების სათავეშია.
Deloitte-ის ინფორმაციით, 2018-2019 წლების სეზონში „ბარსელონას“ შემოსავალმა 840,8 მილიონი ევრო შეადგინა. მეორე ადგილზეა მადრიდის „რეალი“ (757,3 მილიონი ევრო), მესამეზე კი – „მანჩესტერ იუნაიტედი“ (711,5 მილიონი ევრო) აღმოჩნდა.
„ბარსელონა” ამ რეიტინგის პირველ საფეხურზე პირველად აღმოჩნდა და ამავდროულად გახდა პირველი კლუბი, რომელმაც სეზონში 800 მილიონ ევროზე მეტი გამოიმუშავა.
Deloitte-ის ექსპერტებმა რეიტინგის ლიდერი კლუბების შემოსავლების სტრუქტურაც შეისწავლეს და აღმოაჩინეს, რომ ყველაზე მცირე წილი (16%) ამ თანხაში მატჩების ბილეთების გაყიდვას უკავია. შემოსავლების 44% ტელეტრანსლაციის უფლების გაყიდვიდან შემოსული ფულია, 40%-ს კი სარეკლამო შემოსავალი წარმოადგენს.
მსოფლიოს ყველაზე შემოსავლიანი საფეხბურთო კლუბების ოცეული:
- FC Barcelona – 840.8 მილიონი ევრო
- Real Madrid – 757.3 მილიონი ევრო
- Machester united – 711.5 მილიონი ევრო
- Bayern Munich – 660.1 მილიონი ევრო
- Paris Saint-German – 635.9მილიონი ევრო
- Machester City – 610.6 მილიონი ევრო
- Liverpool – 604.7 მილიონი ევრო
- Tottenham Hotspur – 521.1 მილიონი ევრო
- Chelsea – 513.1 მილიონი ევრო
- Juventus -459.7 მილიონი ევრო
- Arsenal – 445.6 მილიონი ევრო
- Borussia Dortmund – 377.1 მილიონი ევრო
- Atletico de Madrid – 367.6 მილიონი ევრო
- FC International Milano – 364.6 მილიონი ევრო
- Schalke 04 – 324.8 მილიონი ევრო
- AS Roma – 231 მილიონი ევრო
- Olympique Lyonnias – 220 მილიონი ევრო
- West Ham United – 216.4 მილიონი ევრო
- Everton – 213 მილიონი ევრო
- SSC Napoli – 207.4 მილიონი ევრო
კომენტარები