ჯანდაცვის მინისტრის მოადგილი, თამარ გაბუნია:
“გასული ტალღიდან გამომდინარე, კვლავაც სიკვდილობის მატება აღინიშნება მაღალ ასაკობრივ ჯგუფში. 80 წლის ზემოთ ასაკობრივ ჯგუფში არის პროპორციულად უფრო მეტი გარდაცვალება მიმდინარე ტალღის პირობებში, ვიდრე ეს იყო გასული ტალღის პირობებში.
სიკვდილიანობის ზრდა ახალგაზრდებში მიმდინარე ტალღის დროს, ანუ ე.წ. დელტა შტამის მასობრივი გავრცელების პირობებში არ ფიქსირდება.
ახალგაზრდებში გარდაცვალების მატების ტენდენცია არ ფიქსირდება.
ზოგადად, საერთო სიკვდილობა რჩება იგივე პროცენტულ მაჩვენებელში. ანუ, საერთო სიკვდილობა არ არის მიმდინარე ტალღაზე და თუ არის, პროპორციულად იზრდება რაოდენობა, ისევ და ისევ ხანდაზმული ასაკის ჯგუფში. რაც ნიშნავს იმას, რომ როგორც ჩანს, დელტა ვირუსს მაინც მეტი დამაზიანებელი ეფექტი ახასიათებს ისევ და ისევ მაღალი ასაკის მოსახლეობაში და კიდევ უფრო მეტად უნდა გავფრთხილდეთ ამ მიმართულებით.
ბავშვების [ინფიცირების] პროპორციული რაოდენობა, ანუ 18 წლამდე ასაკობრივი ჯგუფის, მოიმატა მიმდინარე ტალღაში. ამის ასახვა იყო ისიც, რომ ჩვენ დავამატეთ ჰოსპიტალური საწოლები ბავშვთა ასაკის პოპულაციისთვის, მაგრამ, ბოლო პერიოდში იკვეთება ისიც, რომ ბავშვთა საწოლები არ არის დატვირთული, რაც ნიშნავს იმას, რომ შემთხვევებს უდიდესი ნაწილი არის მსუბუქი, საშუალო სიმძიმის და ოჯახები უკვე თანახმა არიან, რომ ბავშვი მართონ ბინაზე ან კოვიდსასტუმროში”
კომენტარები