დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე ამბობს, რომ ქვეყანაში ახალი შტამის გავრცელებასთან დაკავშირებით კვლევა მიმდინარეობს.
“ვიკვლევთ [ახალ შტამს]. ერთ-ერთ ფაქტორად გვინდა გამოვრიცხოთ იმიტომ, რადგან ასეთი ნახტომი გვქონდა და უარესდება სიტუაცია, ახალ შტამთან ხომ არ გვაქვს საქმე, ჯერ დელტაა ყველა”, – თქვა გამყრელიძემ.
საქართველოში კორონავირუსის 4 774 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 37 პაციენტი გარდაიცვალა.
12 ოქტომბრის მონაცემებით, ქვეყანაში სრულად აცრილია 30.8%.
წყარო – ფორმულა
კომენტარები